მდებარეობა, განლაგება, მუნიციპალური ცენტრი

 

 

 

ფართობი -  890, 2 კმ²

მოსახლეობა - 41, 678 ათასი ადაამიანი

ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი ლაგოდეხი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარეში.  ესაზღვრება აზერბაიჯანის რესპუბლიკა, დასავლეთით — ყვარლის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით — დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკა, სამხრეთით საზღვრავს სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტები. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ფართობია 890, 2 კმ². ტერიტორიის 38 979 ჰა მოდის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, რაც შეადგენს მთლიანი ტერიტორიის 44%-ს. ტყეებს უკავია 41 162 ჰა (46%).

ქალაქი ლაგოდეხი —  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქად გამოცხადდა 1962 წელს. მოსახლეობა რაოდენობა 5, 918. მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთის ძირში, მდინარე ლაგოდეხისწყლის (მაწიმისწყლის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე, წნორ-ბელაქნის საავტომობილო გზაზე (ქალაქიდან გზატკეცილი გადის ყვარლის მიმართულებითაც). ზღვის დონიდან 435 მ, თბილისიდან 165 კმ        .

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 13°ჩ. ნალექების წლიური რაოდენობა მერყეობს 650 მმ-იდან 1080 მმ-მდე. აქაური კლიმატისთვის დამახასიათებელია სეტყვა და გვალვა. 

Share page