ევროპის დღე 2018

18 June, 2018

16 ივნისს, ევროკავშირის დელეგაციის ორგანიზებით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ევროპის დღე შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა. ღონისძიება, რომელიც ლაგოდეხის ტყე-პარკის ტერიტორიაზე მოეწყო, მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. კულტურული წარმოდგენები, სხვადასხვა გასართობი თამაშები, მრავალფეროვანი პროგრამებით, სპორტული შეჯიბრებებით და პრიზებით გაგრძელდა. საღამო ჯგუფი „ფრანის“ გრანდიოზული კონცერტით დასრულდა. ღონისძიებას მოქალაქეებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერი, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეკრებილ საზოგადოებას მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა სიტყვით მიმართა „ევროპის დღე დასტურია იმის, რომ საქართველოს და ევროპას საერთო ფასეულობები გააჩნია. მიმაჩნია რომ, საქართველოს ევროპაში შესვლა ერთ-ერთი სწორი მიმართულებაა. მივესალმები მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებას, ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურ მზაობას გამოთქვამს აღნიშნული პროცესის ხელშეწყობისათვის. ევროკავშირის დღეები საქართველოში წელს მეექვსედ იმართება. ევროპის დღეების მიზანი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებაა.

ფოტო ალბომი


Share page