წიგნის -“შემოვალ ეტლით“ პრეზენტაცია

15 May, 2018

 მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი თანამედროვე ქართველი მწერლის, სსიპ ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის დირექტორის, გამომცემლობა პალიტრა L-ის კონკურსის ”გახდი ბესტსელერის ავტორი”-ს ერთ-ერთი გამარჯვებულის შორენა ხუხუას რომანის ”შემოვალ ეტლით” პრეზენტაციას დაესწრო. შორენა ხუხუამ სადებიუტო რომანი “შემოვალ ეტლით“ შეზღუდულ შესაძლებლობებს და შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციას მიუძღვნა. ის თავად იყო ეტლით მოსარგებლე და წიგნი საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით დაწერა.  რომანს მკითხველის დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ამჟამად გერმანულ ენაზე ითარგმნება. შორენა ხუხუა პირველი ქართველი ავტორია, ვინც ქართულ ლიტერატურაში ეტლით მოსარგებლეთა ყოველდღიურობა ასახა.  წიგნის ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო აგრეთვე ჰერელი პოეტის ზაზა სუყაშვილის სადებიუტო პოეტური კრებული ,,მისამართი“.  წიგნის პრეზენტაცია ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სააქტო დარბაზში, სსიპ ქალაქ ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლის დირექციისა და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლების ორგანიზებით გაიმართა. მას მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ პირებთან ერთად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, პედაგოგები და ლაგოდეხის წიგნის მოყვარული საზოგადოება დაესწრო.


Share page