სოფელ გიორგეთში საჯარო სკოლა რემონტდება.

27 March, 2018

#ინფრასრუქტურა2018 

  • სოფელ გიორგეთის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
  • დღეს, მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა, გიორგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან და ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსთან ერთად ადგილზე მიმდინარე  სამუშაოები დაათვალიერა.
  • სარეაბილიტაციო სამუშაოები სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს მიერ არის დაფინანსებული და ის აპრილის თვეში დასრულდება.
  • აღნიშნული პროექტის  ფარგლებში  მოხდება სკოლის არასასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია,  გაკეთდება სპორტული დარბაზი, სასადილო ოთახი, გარემონტდება მისაღები და ნაწილობრივ შეიღებება გარე ფასადი.
  • პროექტის ღირებულება შეადგენს  107 000 ლარს.

ფოტო ალბომი 

Share page