მერი კახეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა

22 March, 2018

 დღეს მუნიციპალიტეტის მერი სსიპ კახეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრის დასაქმების თანამშრომლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო სერვისების გაცნობისა და გაუმჯობესების მიზნით შედგა. ცენტრის თანამშრომლებმა ვრცლად ისაუბრეს სტაჟირების, სუბსიდირების და პროფესიული მომზადების სახელმწიფო პროგრამების შესახებ.

სოციალური მომსახურების სააგენტო ადმინისტრირებას უწევსრამდენიმე ათეულ სოციალურ და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამას. სააგენტოს ძირითადი მიზანი მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენის მხარდაჭერა, მოქალაქეთათვის გაწეული მომსახურების ხარისხის ამაღლება, სერვისების დახვეწა, მოქნილ, მარტივ და სწრაფ,მოსახლეობისთვის ადვილად ხელმისაწვდომ მექანიზმებზე გადაყვანაა.

დღესვე, ჯონდო მდივნიშვილის ინიციატივით სახელმწიფო სერვისების უკეთესად გაცნობისა და ინფორმირებულობის მიზნით ადგილობრივ მეწარმეებთან და ბიზნესმენებთან შეხვედრა დაიგეგმა, რომელიც უახლოეს დღეებში შედგება.

Share page