იუბილარი მერის ერთი სამუშაო დღე

2 March, 2018

მერიის თანამშრომლების სიურპრიზი #იუბილარიმერი 

  • მუნიციპალიტეტში ახალი ეკო ნათურები დამონტაჟდება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ, მუნიციპალიტეტის განათების სისტემის გაუმჯობესების მიზნით 1190 ცალი გარე განათების სანათი ლამპიონი და ეკო ნათურები შეიძინა. „ლაგოდეხისსერვის ცენტრი“ უახლოეს პერიოდში შეუდგება მუშაობას. როგორც მუნიციპალიტეტის მერი აცხადებს თავდაპირველადშეიცვლება მოძველებული და დაზიანებული სანათები, ხოლო შემდგომ ბიუჯეტში თანხების დაზოგვის მიზნით, მაღალვატიანი სანათები ეტაპობრივად ჩანაცვლდება ახალი ეკო განათების ფარებით.

 

  • სოფელ აფენსა და გიორგეთში გზების მოწყობის სამუშაოები დაიწყო

სოფელ აფენსა და გიორგეთშიშიდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან მისასვლელი გზების მოწყობის სამუშაოები დაიწყო. ჯონდო მდივნიშვილმა მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. სარეაბილიტაციო გზა, რომლის საერთო სიგრძე 5005 მეტრია,  სოფელ გიორგეთისა და მდინარე კაბლის მიმდებარე სახნავ მიწებს შორის მდებარეობს და პარალერულად მდინარე შავწყალას მიყვება. აღნიშნული გზა ორივე თემის მცხოვრებლებს აკავშირებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან.

  • მუნიციპალიტეტის მერი აცხადებს „რეაბილიტირებული გზა ხელს შეუწყობს სოფლად სოფლის მეურნეობის მატერიალურ წარმოებას. ერთ-ერთ ძირითადი დარგის - სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანას, რომელზედაც არსებობს სტაბილური მოთხოვნილება, როგორც ქვეყნის შიდა ისე გარე  ბაზარზე“.

გიორგეთის გზებისრეაბილიტაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ახორციელებს, რისთვისაც 600 000 ლარი დაიხარჯება.

 

  • ჯონდო მდივნიშვილმა სოციალურად გაჭირვებული ოჯახი მოინახულა

მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა და ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა სოფელჩადუნიანში სოციალურად გაჭირვებული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ლელა ქვრივიშვილის ოჯახი მოინახულა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობაოჯახისმდგომარეობით დაინტერესდა და მათ დახმარების სახით პროდუქტები და ტანსაცმელი გადასცა.

Share page