ჯონდო მდივნიშვილმა ომის ვეტერანებს ახალი წელი მიულოცა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომისა და სამხედრო ძალების 6 სოციალურად დაუცველ ვეტერანს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა.
“მინდა კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ყველა ვეტერანს თავდადებისათვის და დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცო მათ ოჯახებს” - განაცხადა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა.