2018 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

26 December, 2017

დღეს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2018  წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი, ლაგოდეხი-ყვარელის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი,  საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურია, მერიის სამსახურების, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტის  მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრები  საზოგადოებას  მერიის საფინანსო  სამსახურის უფროსმა  გიორგი მანგოშვილმა გააცნო. მისი თქმით, მუნიციპალიტეტის 2018  წლის ბიუჯეტი  8 884 400   მილიონი ლარით განისაზღვრა და პრიორიტეტად  კვლავ  სოციალური, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურული პროექტები რჩება. 

არასამთავრობო ორგანიზაცია „care“-ს წარმომადგენელის  ჯუბა მარუაშვილის თქმით,   მომავალი წლის  ადგილობრივი ბიუჯეტი სრულად ასახავს მოსახლეობის ინტერესებს, მისივე განმარტებით,  თვითმმართველობას უკვე  წარედგინა  „ლაგი“-ს  მიერ შემუშავებული   პრიორიტეტების დოკუმენტი,  რომელიც თითქმის იდენტურია მუნიციპალიტეტის შესაბამის დოკუმენტთან.   

2018 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების თაობაზე  წარმომადგენლობითი ორგანო 28 დეკემბერს იმსჯელებს.

ფოტო ალბომი


Share page