სამედიცინო-საქველმოქმედო აქცია ლაგოდეხში
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და ორგანიზებით დღეს, სოფელ აფენის ამბულატორიის შენობაში სამედიცინო-საქველმოქმედო აქცია გაიმართა. აქცის ფარგლებში სამედიცინო ცენტრ ,,ენმედიცი“-ს კვალიფიციურმა ექიმებმა ენდოკრინოლოგის, კარდიოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, ანგიოლოგის, კლინიკურ-დიაგნოსტიკური და ექოსკოპიური უფასო სამედიცინო კვლევები და კონსულტაციები გიორგეთის, აფენის, ლელიანის და არეშფერნის თემის მოსახლეობას გაუწია. სამედიცინო ცენტრ ,,ენმედიცი“-ს წარმომადგენლის ნანა მახარაძის თქმით, მსგავსი საქველმოქმედო აქციები მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია და ამისთვის, სამედიცინო ცენტრი მერიასთან მომავალშიც ითანამშრომლებს .