3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა
3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი - გურამ მაჭარაშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი - ჯონდო მდივნიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარესთან და წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებთან ერთად, ახლად გახსნილი ბავშვთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის ბენეფიციარებს და მათ მშობლებს შეხვდნენ.
შეზღუდული შესაძლებლობების, სპეციალური საჭიროების და მიტოვების რისკს მიღმა მყოფი 6-18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის დღის ცენტრი ერთ-ერთი საპილოტე მოდელია, სადაც ხდება მათი ფუნქციური უნარების გაუმჯობესება, საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო ცნობიერების ამაღლება, სოციალური ინტეგრაცია და ინკლუზიის ხელშეწყობა. ამ ეტაპზე ცენტში 12 ბენეფიციარი გადის რეაბილიტაციის კურსს, რომელთა რაოდენობა პერიოდულად როტაციის გზით შეიცვლება.
ჯონდო მდივნიშვილის თქმით მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტში არსებობს ცენტრი, სადაც სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვები გადიან შესაბამის რეაბილიტაციის კურსს.
ლაგოდეხის ბავშვთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი არასამთავრობო ორგანიზაცია „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“ და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით შეიქმნა.