ჯამბურიას პირველი სამუშაო დღე საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე

21 November, 2017

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  თავმჯდომარე    ახალ  შემადგენლობას და აპარატის  თანამშრომლებს შეხვდა. ჯამბურიას პირველი სამუშაო დღე  საკრებულოს თავმჯდომარის   პოსტზე გაცნობითი და   სამუშაო შეხვედრით დაიწყო. წარმომადგენლობითი   ორგანოს  მოქმედი  ხელმძღვანელი  თანამშრომლებს უკვე ყოფილმა  თავმჯდომარემ გოდერძი ბარბაქაძემ  წარუდგინა და მომავალ საქმიანობაში  წარმატება  უსურვა.   კახა ჯამბურიას თქმით, ახალი  მოწვევის  საკრებულო  2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტზე მუშაობას  დღეიდან  იწყებს. დღის  განმავლობაში  საკრებულოში დაგეგმილია  სამი  კომისიის  სამუშაო  შეხვედრა.


Share page