ჯონდო მდივნიშვილი თანამშრომელთა საქმიანობის შესწავლას გეგმავს

16 November, 2017

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულ თანამშრომელთა საქმიანობის შესწავლას მათ მიერ მომზადებული ანგარიშების საფუძველზე გეგმავს.  ჯონდო მდივნიშვილმა საჯარო მოხელეებთან პირველი სამუშაო შეხვედრა სწორედ ამ ინიციატივით   შედგა. მისი თქმით,  მერიის ყველა სამსახურმა და მათში შემავალმა განყოფილებებმა 2017 წელს განხორციელებული სამუშაო შედეგები უნდა შეაჯამოს და პრეზენტაციის სახით უახლოეს მომავალში  ახლად არჩეულ მერს გააცნოს.  შეხვედრაზე  ასევე  განხილული იქნა  მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული გამოწვევები და  მიდგომები.

ფოტო მასალა


Share page