ბაღდათში სასმელი წყლის მაგისტრალი მოეწყო

5 September, 2017

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაღდათში სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობის სამუშაოები მინდინარეობს.  პროექტის ფარგლებში  ჭაბურღილი, რეზერვუარი  და მილსადენი მოეწყო. აღნიშნულ სოფლის მოსახლეობას წლების განმავლობაში სასმელი წყლით მომარაგების პრობლემა აწუხებდა, ვინაიდან დაზიანებული წყლის სისტემა ვერ უზრუნველყოფდა სასმელი წყლის საჭირო რაოდენობით დასახლების მომარაგებას. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ იდგა ზაფხულის პერიოდში. სასმელი წყლის მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ დაათვალიერა  და მოსახლეობას შეხვდა.

ფოტო ალბომი


Share page