“STEP-UP”-ს კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცათ
ლაგოდეხში სასემინარო ინგლისურენოვანი კურსის “STEP-UP”-ს 30 კურსამთავრებულს სერთიფიკატები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ და ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გადასცა.
პროექტი, ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატის ეგიდით და არასამთავრობო ახალგაზრდულ ორგანზიაცია „AIESEC”-თან თანამშრომლობით ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელსაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ოთხი მოხალისე-მასწავლებელი უძღვებოდა.