ვარდისუბნის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო.

11 August, 2017

სოფელ ვარდისუბანში  საბავშვო ბაღის   რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტს, რომლის ფარგლებშიც შენობის  შიდა და გარე რემონტი  და ეზოს კეთილმოწყობა მოხდება,   ადგილობრივი  სათემო ცენტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია  „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“  და  ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით  ხორციელდება.   ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები  მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად  დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 2017 წელს 5 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია ხორციელდება.

ფოტო ალბომი


Share page