ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს
სოფელ გელათში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს . ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახა ჯამბურია ადგილზე ჩავიდა და მოსახლეობას შეხვდა.
გაზიფიცირების სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ენერჯ ინვესტი 2009 „ ახორციელებს. კომპანიის წარმომადგენლის თქმით სამშენებლო სამუშაოები სექტემბერში დასრულდება. ბუნებრივი აირის შეყვანის სამუშაოები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში მიმდინარეობს.