ლაგოდეხში საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სოფელ კართუბნის საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს . პროექტს, რომლის ფარგლებშიც შენობის შიდა და გარე რემონტი, სახურავის გამოცვლა და ეზოს კეთილმოწყობა მოხდება, ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „როიალ ბილდინგ ჯორჯია“ ასრულებს. სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ მშვიდობიანის საბავშვო ბაღშიც, სადაც ათეულობით წელია შენობა დაზიანებულია და იქ სტიქიის შედეგად დაზარალებული მამუკელაშვილების ოჯახი ცხოვრობდა. გამგებლის კახა ჯამბურიას თქმით, ოჯახს მუნიციპალიტეტი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში დაეხმარება, მანამდე კი სამ სულიანი ოჯახი დროებით საცხოვრებლ სახლში გადავიდა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალერა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 2017 წელს 5 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია ხორციელდება