ლაგოდეხში მცხოვრებ 28 ეკოემიგრანტ ოჯახს სახლი გადაეცა
ლაგოდეხში მცხოვრებ 28 ეკოემიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი სახლი საკუთრებაში გადაეცა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სოფელ ფონასა და არეშფერენში მცხოვრებ ეკოემიგრანტ ოჯახებს საცხოვრებელი სახლის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია თავად გადასცა. კახა ჯამბურიას თქმით, ლაგოდეხში მცხოვრებ 25 ეკოემიგრანტ ოჯახს სახოვრებელი სახლები მუნიციპალიტეტმა, 3 ოჯახს კი დევნილთა სამინისტრომ გადასცა.