გამგებლის 2016 წლის ანგარიში
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში
მუნიციპალიტეტის გამგებელი კარლო ჯამბურია
საანგარიშო პერიოდი - 2016 წლის 01. 01. - დან 2017 წლის 01. 01 - მდე.
- ანგარიშის ტიპი (რიგითი, რიგგარეშე) რიგითი
I. საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქმიანობა
1. მუნიციპალიტეტის გამგებელმა გამგეობის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში
საანგარიშო პერიოდში, ორჯერ გამოცხადდა კონკურსი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა ვაკანტური ადგილების შესავსებად, ხოლო ერთხელ ჩატარდა ატესტაცია გამგეობის მოხელეთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დაკავებული თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით, რის შედეგადაც მოწესრიგდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურა.
საანგარიშო პერიოდში მომზადებულ იქნა შრომითი ხელშეკრულების - 24 პროექტი, აქედან დამხმარე მოსამსახურეებთან დადებული იქნა - 13 ხელშეკრულება, ხოლო შტატგარეშეებთან - 11 ხელშეკრულება.
2. მუნიციპალიტეტის გამგებელმა მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში განახორციელა შემდეგი საქმიანობები:
ინიცირებული იქნა სხვადასხვა პროექტები, რაზეც გამოცემული იქნა ინდივიდუალური და ნორმატიულ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები.
3. მუნიციპალიტეტის გამგებელმა საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის სფეროში
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტი განისაზღვრა 14.299.700 ლარით.
2016 წლის შემოსულობების გეგმა ნაშთის ჩათვლით (1.975.200 ლარი) განისაზღვრა 12.324.500 ლარით, შესრულებამ შეადგინა 12.660.700 ლარი.
მათ შორის:
- გადასახადების გეგმა იყო 1.686.243 ლარი, შესრულებამ შეადგინა 2.100.422 ლარი.
- სხვა შემოსავლების გეგმა იყო 506.800 ლარი, შესრულებამ შეადგინა 527.711 ლარი.
- სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერების გეგმა განისაზღვრა 10.108.713 ლარით, შესრულებამ შეადგინა 9.989.012 ლარი.
- არაფინანსური აქტივების კლების გეგმა იყო 22.700 ლარი, შესრულებამ შეადგინა 43.560 ლარი.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2016 წლისგადასახდელების (ხარჯების) გეგმა იყო 14.299.700 ლარი. შესრულებამ შეადგინა 13.119.534 ლარი, ხარჯების გეგმა შესრულდა 92 %-ით.
მათ შორის:
- მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის ხარჯების გეგმა იყო 585.600 ლარი, შესრულებამ შეადგინა 544.106 ლარი და ხარჯების გეგმა შესრულდა 93 %-ით.
- მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის ხარჯების გეგმა იყო 2.057.900 ლარი, შესრულებამ შეადგინა 1.836.074 ლარი. გეგმა შესრულდა 89 %-ით.
- სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ხარჯების გეგმა იყო 125.000 ლარი, შესრულებამ შეადგინა 103.207 ლარი. გეგმა შესრულდა 83 %-ით.
- მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციის და ექსპლოატაციის ხარჯების გეგმა იყო 6.972.600 ლარი. შესრულებამ შეადგინა 6.229.314 ლარი. გეგმა შესრულდა 89 %-ით.
- საგანმანათლებლო ღონისძიებების ხარჯების გეგმა იყო 1.652.600 ლარი, შესრულებამ შეადგინა 1.645.525 ლარი. გეგმა შესრულდა 100 %-ით.
- კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების ხარჯების გეგმა იყო 1.469.300 ათასი ლარი, შესრულებამ შეადგინა 1.412.471 ლარი. გეგმა შესრულდა 96 %-ით.
- სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების ხარჯების გეგმა იყო 1.417.900 ლარი, შესრულებამ შეადგინა 1.348.722 ლარი. გეგმა შესრულდა 95 %-ით.
4. მუნიციპალიტეტის გამგებელმა მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში
ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების და სტატისტიკის განყოფილებამ გარკვეული მუშაობა გასწია 2016 წლის განმავლობაში. საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში დასმული იქნა საკითხი და გადმოცემულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში შემდეგი უძრავი ქონება: ქ.ლაგოდეხში ქიზიყის ქუჩაზე მდებარე სკვერი, სოფ. კაბალში მდებარე 9147,9 კვ.მ არასასოფლო-სამეურნელო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სოფ. ქვემო გურგენიანში მდებარე სპორტული კომპლექსი, ქიზიყის ქუჩა N25-ში მდებარე შენობის 52,37 კვ.მ ფართი (ყოფილი არქივის ფართი), სოფ. ჭიაურში მდებარე 6009 კვ.მ სკვერი და 16491 კვ.მ ყოფილი სტადიონი, ასევე სოფ. ჭიაურში 71183 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. აღნიშნული უძრავი ქონება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში მუნიციპალიტეტის საკუთრებად. ასევე სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში დასმული იქნა საკითხი, სოფ. ვარდისუბანში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და ზაქათლის ქუჩაზე მდებარე შენობაში არსებული ყოფილი საჯარო რეესტრის ფართის გადმოცემასთან დაკავშირებით.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მოთხოვნილ იქნა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ზაქათლის ქუჩაზე მდებარე 66 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკეთის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა, შემდგომში სსიპ - იუსტიციის სახლისათვის გადაცემის მიზნით. ასევე სააგენტოს მიერ მოთხოვნილი იქნა ქ. ლაგოდეხში ჰერეთის ქუჩაზე მდებარე 2000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 54.01.53.316), სახელმწიფოსთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა, სახანძრო-სამაშველო სამსახურისათვის ახალი თანამედროვე ტიპის შენობის აშენების მიზნით. აღნიშნულთან დაკავშირებით განყოფილების მიერ მომზადებულ იქნა საკითხი და გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინა საკრებულოს. ასევე მომზადებული იქნა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 28 საცხოვრებელი სახლის სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის საკითხი, შემდგომში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ეკომიგრანტი ოჯახებისათვის საკუთრებაში გადაცემის მიზნით.
სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობის მიზნით გადაცემული იქნა: ა(ა)იპ "სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაზე" სოფ. მაწიმის, საქობოს, ვარდისუბნის, გიორგეთის და აფენის საბავშვო ბაღები; ა(ა)იპ "კულტურისა და ტურიზმის განვითარების ცენტრზე" გადაცემული იქნა ქ.ლაგოდეხში კოსტავას ქ. N1-ში მდებარე შენობის მეორე სართულზე არსებული 5 ოთახი; ა(ა)იპ "ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრზე" გადაცემული იქნა ქ.ლაგოდეხში კოსტავას ქ. N1-ში მდებარე შენობის პირველი სართულზე არსებული 3 ოთახი; შ.პ.ს."კეთილმოწყობაზე" გადაცემული იქნა ქ.ლაგოდეხში ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარე ბაზრის ტერიტორია; სოფ.დავითიანის საჯარო სკოლის მიერ, თხოვების ფორმით უსასყიდლო სარგებლობით გადმოცემული იქნა სკოლის შენობის 50 კვ.მ ფართი. სასყიდლიანი ფორმით გაცემულია: სოფ. სვიდების, სოფ. ფონისა, სოფ. ხეჩილის, სოფ. ცოდნისკარი, სოფ. ჩადუნიანის, სოფ. აფენისა და ლელიანის მოსახლეობაზე 8 სასოფლო-სამეურნეო ს(საძოვარი) დანიშნულები მიწის ნაკვეთი. ასევე სასყიდლიანი ფორმით გაცემულია ა(ა)იპ საქველმოქმედო ფონდ ,,სიკეთე ჩვენს ხელშია"-ზე კოსტავას ქ. N1-ში მდებარე შენობის მეორე სართულზე არსებული 1 ოთახი.
საანგარიშო პერიოდში განყოფილების მიერ გარკვეული მუშაობა იქნა გაწეული მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასყიდლიანი ფორმით გაცემული ქონების საიჯარო ქირების ამოღების საქმეში. წლის განმავლობაში სასყიდლიანი სარგებლობით გაცემული ობიექტებიდან ამოღებულია საიჯარო ქირა 23528 ლარი, ხოლო მიწების სასყიდლიანი სარგებლობიდან ამოღებულია 17024 ლარი. სულ წლის განმავლობაში ამოღებულმა საიჯარო ქირამ შეადგინა 40552.
სერიოზული ყურადღება ექცევა მოქალაქეთა განცხადებებს და ორგანიზაცია-დაწესებულებებიდან შემოსულ კორესპონდენციებზე მუშაობას. სულ 2016 წლის განმავლობაში განყოფილებას დაეწერა 201 განცხადება და კორესპონდენცია, აღნიშნული განცხადებები და კორესპონდენციები შეეხებოდა მუნიციპალური ქონების პრივატიზებას, იჯარას, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემას და სხვა.
5. მუნიციპალიტეტის გამგებელმა აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში განახორციელა შემდეგი საქმიანობები.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხდა სამი სტიქია 2016 წლის 17 სექტემბერს, 21 სექტემბერს და 1 ივლისს, რის შედეგადაც დაზარალდა რამოდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოსახლეობა, ზიანი მიადგა ინფრასტრუქტუტულ ობიექტებს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნა სტიქიის შედეგების შემსწავლელი კომისია. აღნიშნული კომისიის მიერ შესწავლილი იქნა სტიქიის შედეგეგები და მომზადდა შესაბამისი დასკვნა, რომლის საფუძველზეც დახმარება გაეწიათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 382 ოჯახს.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის ფარგლებში 2016 წელს მომსახურება გაეწიათ:
- სოციალურად დაუცველ მოსახლეობას - 135.000 ლარი,
ჯამში დაკმაყოფილდა: 750 ოჯახი, თანხით - 238.480.35 ლარი;
- მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ფულადი დახმარება - 20.000 ლარი,
ჯამში დაკმაყოფილდა: 105 ოჯახი, თანხით - 8.580 ლარი;
- მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა - 80.000 ლარი,
ჯამში დაკმაყოფილდა: 515 ოჯახი, თანხით - 113.200 ლარი;
- იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა დახმარება) – 10.000 ლარი,
იძულებით გადაადგილებულ პირთა 64 ოჯახს თბობის სეზონისათვის (100 ლარი), აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 63 ოჯახს (45 ლარი), ყოფითი პირობების გაუმჯობესებისათვის 7 ოჯახს (100 ლარი),
ჯამში დაიხარჯა - 9.935 ლარი;
- სამშობლოს დასაცავად მებრძოლთა ოჯახებისა და ვეტერანების ინტერესთა დაცვა - 10.000 ლარი,
ჯამში დაიხარჯა - 7.550 ლარი;
- უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოყოფილია ფულადი დახმარება (სარიტუალო ხარჯი - 250 ლარი) - 3.000 ლარი,
ჯამში დაიხარჯა - 1.500 ლარი;
- სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სათბობით უზრუნველყოფა დადგენილი ლიმიტის ფარგლებში - 20.000 ლარი. დაკმაყოფილდა 200 სოციალურად გაჭირვებული ოჯახი.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება:
- უფასო კვების ობიექტი 70 ბენეფიციარზე (ქ.ლაგოდეხი) და 40 ბენეფიციარზე (აფენი) განისაზრვრა - 60.000 ლარი.
- საზოგადოებრივი ჯანდაცვა განისაზღვრა - 99.950 ლარით.
- უმწეო ხანდაზმულთა სოციალური რეაბილიტაციისათვის - 47.788 ლარი.
6. მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ინფრსატსრუქტურული პროექტები
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტები (დანართი 1),
|
|
|
|
|
| |||||
|
|
|
| |||||||
| ||||||||||
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის რეგ. პროექტები |
|
| ||||||||
|
|
|
|
|
| |||||
N | სამუშაოს დასახელება | სამუშაოს ღირებულება | საკასო შესრულება | ადგილორივი ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხა 5% |
| |||||
1 | ქ. ლაგოდეხში, თავისუფლების ქუჩის ასფალტის საფარით მოწყობის | 696000 | 695999.53 | 34780 |
| |||||
2 | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭიაურში | 89795 | 84972.47 | 4249 |
| |||||
| ||||||||||
3 | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. შრომაში, კავკასიონის ქუჩაზე ღვარცოფის შესაჩერებელი გაბიონების | 107107 | 101985.9 | 5099 |
| |||||
4 | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ბებურიანი-ბალღოჯიანის შიდა სასოფლო გზის აფალტის საფარით მოწყობის | 845750 | 821116.51 | 41056 |
| |||||
5 | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ყარაჯალის შიდა სასოფლო გზის ასფალტის საფარით მოწყობის სამუშაოები | 438784 | 426003.87 | 21300 |
| |||||
6 | საავტომობილო გზების მშენებლობა | 36514 | 36514 |
|
| |||||
7 | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. აფენში (II ცხაკაია) შიდა | 570000 | 553398.03 | 27670 |
| |||||
8 | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ნინიგორსა და სოფ. განათლებაში სასმელი წყლის ქსელის სარებილიტაციო სამუშაოები | 160000 | 160000 | 8000 |
| |||||
9 | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. კართუბანში სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობისა და მაგისტრალზე არტეზიული ჭაბურღილების დაერთების სამუშაოები | 160362 | 160362 | 8018 |
| |||||
10 | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. მაწიმში სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობისა და არსებული ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები | 62750 | 62466.63 | 3123 |
| |||||
11 | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. კართუბანში მდებარე მდ. ბაისუბნის წყალზე ხევის კალაპოტისა და ნაპირების გამაგრების სამუშაოები | 59998 | 52425.43 |
|
| |||||
12 | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მდ. ნინოს ხევის (სოფ. ცოდნისკარი) კალაპოტისა და ნაპირების გამაგრების სამუშაოები | 85000 | 0 |
|
| |||||
13 | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მდ. ჭვარტლის ხევზე (სოფ. შეერთება, სოფ. ცოდნისკარი) ნაპირდამცავი გაბიონებისა და კალაპოტის მოწესრიგების სამუშაოები | 159448 | 0 |
|
| |||||
14 | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ცოდნისკარში მდებარე მდ. ჭვარტლის ხევის ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობის სამუშაოები | 70195 | 63175.5 |
|
| |||||
15 | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ბაისუბანში მდებარე მდ. ბაისუბნის წყალზე ხევის კალაპოტის გაწმენდისა და ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობის სამუშაოები | 89499 | 57931.7 |
|
| |||||
16 | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიზაბავრაში სასმელი წყლის მილსადენის მოწყობის სამუშაოები | 108893 | 107926.43 | 5396 |
| |||||
17 | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ.ლელიანის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია | 9899 | 9899 |
|
| |||||
18 | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ.ლელიანის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია | 1773.63 | 1773.63 |
|
| |||||
| ჯამი |
| 3395950.63 | 158691 |
| |||||
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები (დანართი2),
N | ტერიტორიული ორგანო | სოფელი | გამოყოფილი თანხა | პროექტის დასახელება | შესრულება |
1 | ლაგოდეხი | ლაგოდეხი | 16000 | გარე განათების შეცვლა ეკო ნათურებით |
|
2 | მაწიმი | მაწიმი | 14,664 | შიდა გზის რეაბილიტაცია | 14392.51 |
3 | მაწიმი | რაჭისუბანი | 3,422 | სარიტუალო დარბაზის სარემონტო სამუშაოები | 3422 |
4 | მაწიმი | რაჭისუბანი |
| ავეჯი | 1970 |
5 | მაწიმი | მაწიმი | 13,000 | გარე განათების შეცვლა ეკო ნათურებით |
|
6 | შრომა | შრომა | 7,000 | გარე განათების შეცვლა ეკო ნათურებით |
|
7 | შრომა | შრომა | 33,200 | სოფლის სავარგულებთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მილხიდის მოწყობით | 32200 |
8 | შრომა | კავშირი | 13,000 | გარე განათების შეცვლა ეკო ნათურებით |
|
6 | შრომა | კავშირი | 14,631 | საბავშვო ბაღის ნაწილობრივ რეაბილიტაცია | 14381 |
10 | ნინიგორი | ხიზაბავრა | 6,106 | სასაფლაოს ტერიტორიის კეთილმოწყობა | 5966.3 |
11 | ნინიგორი | ზემო გურგენიანი | 6,613 | გარე განათების მოწყობა | 6512.92 |
12 | ნინიგორი | ზემო გურგენიანი | 5,000 | საბავშვო ბაღისთვის ინვენტარის შეძენა | 5000 |
13 | ნინიგორი | ქვემო გურგენიანი | 8,260 | გარე განათების მოწყობა | 8159.99 |
14 | ნინიგორი | ქვემო გურგენიანი | 5,333 | შიდა გზის რეაბილიტაცია | 5232.79 |
15 | ნინიგორი | ნინიგორი | 13,036 | სასაფლაოს შემოღობვა | 12986 |
16 | ნინიგორი | ნინიგორი | 3,449 | საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის ურნების შეძენა | 3448.9 |
17 | ნინიგორი | განათლება | 3,344 | გარე განათების მოწყობა | 3283.5 |
18 | ნინიგორი | განათლება | 3,976 | შიდა გზის რეაბილიტაცია | 3885.6 |
19 | ნინიგორი | ხიზა | 4,903 | შიდა გზის რეაბილიტაცია | 4812.79 |
20 | ნინიგორი | გელათი | 8,608 | სარიტუალო ფარდულის დასრულება | 8458 |
21 | ცოდნისკარი | ცოდნისკარი | 18,330 | გარე განათების მოწყობა | 18030.46 |
22 | ცოდნისკარი | ცოდნისკარი | 7,579 | შიდა გზის ორმოულების რეაბილიტაცია ასფალტო ბეტონით | 7439.2 |
23 | ცოდნისკარი | თელა | 27,729 | სარწყავი და სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია | 24136.6 |
24 | ცოდნისკარი | დავითიანი | 9,649 | გარე განათების მოწყობა | 9448.98 |
25 | ცოდნისკარი | ჩადუნიანი | 13,838 | გარე განათების მოწყობა | 13677.74 |
26 | ცოდნისკარი | ჩადუნიანი | 10,310 | სავარგულებამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია | 10064.83 |
27 | ცოდნისკარი | შეერთება | 12,932 | სასმელი წყლის მაგისტრალის რეაბილიტაცია | 12582 |
28 | ცოდნისკარი | წიფლისწყარო | 6,055 | სავარგულებამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია | 5940.01 |
29 | ვარდისუბანი | ვარდისუბანი | 32,599 | საბავშო ბაღის დარბაზის რეაბილიტაცია | 30148.56 |
30 | ვარდისუბანი | სვიდება | 7,539 | სტადიონის ტერიტორიაზე ფარდულის მოწყობა | 7388.83 |
31 | ვარდისუბანი | სვიდება | 1,180 | სპორტული ინვენტარის შეძენა | 1180 |
32 | ვარდისუბანი | მშვიდობიანი | 15,300 | გარე განათების მოწყობა | 15100.21 |
33 | ვარდისუბანი | საქობო | 16,608 | საბავშო ბაღის რეაბილიტაცია | 16358 |
34 | ჭიაური | ჭიაური წითელგორი | 33,910 | სარიტუალო დარბაზის მშენებლობა | 33410.12 |
35 | ჭიაური | თამარიანი | 18,332 | გარე განათების მოწყობა | 18032.4 |
36 | ჭიაური | ჰერეთისკარი | 12,853 | სავარგულებამდე მისასვლელი გზის რეაბიოლიტაცია | 12632.79 |
37 | კართუბანი | კართუბანი-ნაწისქვილარი | 53,051 | მინი სტადიოის მოწყობა | 52151 |
38 | კართუბანი | ბოლოკიანი | 14,630 | სავარგულებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია მილხიდის მოწყობით | 14360.1 |
39 | კართუბანი | ნაინდროვალი | 5,005 | სასაფლაოს შემოღობვა | 4875.4 |
40 | ბაისუბანი | ბაისუბანი | 21,295 | სავარგულებამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მილხიდების მოწყობით | 20910.4 |
41 | ბაისუბანი | პატარაგორი | 11,896 | შიდა გზების რეაბილიტაცია | 11676 |
42 | ბაისუბანი | ქვემო მსხალგორი | 8,100 | სავარგულებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია | 7100 |
43 | ბაისუბანი | ქვემო მსხალგორი | 7,933 | სასამელი წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია | 7629.12 |
44 | ბაისუბანი | ზემო მსხალგორი | 15,546 | ახალ უბანში სანიაღვრე არხის მოწყობა | 15496 |
45 | კაბალი | კაბალი | 47,260 | გარე განათების მოწყობა | 46759.75 |
46 | კაბალი | კაბალი | 14,329 | შიდა გზის რეაბილიტაცია მილხიდების მოწყობით | 14028.79 |
47 | კაბალი | ყარაჯალა | 29,461 | გარე განათების მოწყობა | 29061.12 |
48 | კაბალი | ყარაჯალა | 12,034 | შიდა გზის რეაბილიტაცია | 11824 |
49 | კაბალი | განჯალა | 35,812 | შიდა გზის რეაბილიტაცია ნაწილობრივ ასფალტო-ბეტონით | 35162.38 |
50 | კაბალი | უზუნთალა | 32,797 | შიდა გზის რეაბილიტაცია ასფალტო-ბეტონით | 32216.79 |
51 | ფონა | ზემო ფონა ქვემო ფონა | 13,617 | სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობა | 13217 |
52 | ფონა | ზემო ხეჩილი | 5,344 | გარე განათების მოწყობა | 5264.04 |
53 | ფონა | ქვემო ხეჩილი | 9,734 | სარწყავი არხის სათავის რეაბილიტაცია 2245+9229=11474 |
|
54 | ფონა | დონა | 5,393 | ფეხბურთის სტადიონის მოწყობა | 5263.44 |
55 | გიორგეთი | გიორგეთი | 15,000 | გარე განათების შეცვლა ეკო ნათურებით |
|
56 | გიორგეთი | გიორგეთი | 17,488 | სავარგულების შემოღობვა |
|
57 | გიორგეთი | ლაფნიანი | 4,847 | შიდა გზის რეაბილიტაცია | 4756.79 |
58 | გიორგეთი | ფიჩხიბოგირი | 4,704 | შიდა გზის რეაბილიტაცია | 4613.59 |
59 | გიორგეთი | ვერხვისმინდორი | 4,487 | სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობა | 4237 |
60 | გიორგეთი | გუჯარეთი | 3,785 | შიდა გზის რეაბილიტაცია | 3695.2 |
61 | აფენი | აფენი | 22,000 | გარე განათების შეცვლა ეკო ნათურებით |
|
62 | აფენი | აფენი | 31,741 | შიდა გზის რეაბილიტაცია სანიღვრე არხის გაწმენდით | 31231.2 |
63 | აფენი | გვიმრიანი | 12,989 | სანიაღვრე არხის მოწყობა | 12983 |
64 | აფენი | ფოდაანი | 14,599 | შიდა გზის ორმოულების რეაბილიტაცია ასფალტო-ბეტონით, სანიაღვრე არხის წმენდით | 14348.8 |
65 | აფენი | ზემო ნაშოვარი | 3,384 | გარე განათების მოწყობა | 3323.99 |
66 | აფენი | ზემო ნაშოვარი | 5,054 | შიდა გზის რეაბილიტაცია | 4964 |
67 | აფენი | ქვემო ნაშოვარი | 12,162 | შიდა გზის რეაბილიტაცია | 11936.8 |
68 | აფენი | ჭაბუკიანი | 24,000 | გარე განათების შეცვლა ეკო ნათურებით |
|
69 | აფენი | ჭაბუკიანი | 18,101 | საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია | 17801 |
70 | აფენი | ბაღდათი | 7,929 | შიდა გზის ორმოულების რეაბილიტაცია ასფალტო ბეტონით | 7788.82 |
71 | აფენი | ონანაური | 12,514 | სპორტული მოედნის მოწყობა | 12263.6 |
72 | აფენი | ონანაური | 2,412 | სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბიოლიტაცია | 2362.39 |
73 | არაშფერანი | ქევხიანი | 4,668 | შიდა გზის რეაბილიტაცია | 4577.6 |
74 | არაშფერანი | არეშფერანი | 8,485 | გარე განათების მოწყობა | 8344.9 |
75 | არაშფერანი | ხოშატიანი | 4,979 | სასმელი წყლის მაგისტრალის რეაბილიტაცია | 4829 |
76 | არაშფერანი | ზემო ბოლქვი | 814 | შიდა გზის რეაბილიტაცია | 786.41 |
77 | არაშფერანი | ზემო ბოლქვი | 7,711 | სკვერის მოწყობა | 7561.11 |
78 | არაშფერანი | ქვემო ბოლქვი | 6,564 | სასმელი წყლის სისტემის მოწყობა | 6364 |
79 | ლელიანი | ლელიანი | 9,636 | გზის რეაბილიტაცია | 8363.53 |
80 | ლელიანი | ლელიანი | 7,335 | ლელიანის N1 ბაღის სამზარეულოს რეაბილიტაცია | 7185 |
81 | ლელიანი | ბებურიანი | 15,226 | სასმელი წყლის მაგისტრალის რეაბილიტაცია | 15126 |
82 | ლელიანი | მირსკისეული | 15,611 | სასმელი წყლის მაგისტრალის რეაბილიტაცია | 15161 |
83 | ლელიანი | აბაშისწილი | 12,601 | საბავშვო ბაღის ინვენტარის შეძენა | 12601 |
84 | ლელიანი | ბალთა | 4,668 | შიდა გზის ორმოულების რეაბილიტაცია ასფალტო ბეტონის საფარით | 4578.39 |
85 | ლელიანი | ქალქვა | 6,151 | შიდა გზის რეაბილიტაცია | 6051.22 |
86 | ლელიანი | ნამესრალი | 4,179 | სოფელთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია | 4088.84 |
ჯამი | 1.097.350 | 938602.54 |
ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტი (დანართი 3).
N | სამუშაოს დასახელება | სამუშაოს სავარაუდო ღირებულება | შესრულება |
1 | ცოდნისკარი-თელა-პატარაგორი-კაბალის გზის რეაბილიტაციის თანადაფინანსება | 323016.15 | 323016.15 |
2 | ქ.ლაგოდეხის #1 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსება | 39771.31 | 39771.31 |
3 | სოფ.თამარიანის, მშვიდობიანის და კართუბნის საბ. ბაღების რებილიტაცია რეკონსტრუქციისთვის,საპრ.სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა | 8850 | 8850 |
4 | საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები | 986.41 | 986.41 |
5 | სახიდე გადასასვლელების სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია | 900 | 900 |
6 | ქ.ლაგოდეხის ქუჩების რეკონსტრუქცია/კაპიტალური რემონტის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია | 1200 | 1200 |
7 | ლაგოდეხის მუნიც. სოფ. შრომის და აფენის საბავშვო ბაღის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია | 800 | 800 |
8 | სოფ.ჭიაურის,ჩადუნიანის,თელის,გიორგეთის,აფენის,ჭაბუკიანის და მაწიმის საბავშ. ბაღების გაზიფიც. სამუშ. სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია | 300 | 300 |
9 | საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა | 2650 | 2650 |
10 | საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა | 1951 | 1951 |
11 | ლაგოდეხის კულტურის სახლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა | 88500 | 88500 |
12 | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობების ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე დაერთება | 5000 | 5000 |
13 | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობების ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე დაერთება | 400 | 400 |
14 | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობების ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე დაერთება | 400 | 400 |
15 | ქ. ლაგოდეხში, ზაქათლის ქუჩაზე საკანალიზაციო ქსელის | 24994 | 21193.80 |
16 | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. თელაში სასმელი წყლის | 49761 | 49761.00 |
17 | სასმელი წყლის სისტემის მოწყობა | 2769.66 | 2769.66 |
18 | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ.შრომის საბავშვო ბაღის ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები | 8024 | 8024 |
19 | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ.შრომის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია | 845.27 | 845.27 |
20 | ქ. ლაგოდეხის ქუჩების ასფალტო-ბეტონის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები | 89950 | 89950 |
21 | საკანალიზაციო და წყლის მომარაგების სისტემების რეკონსტრუქცია/კაპიტალური რემონტის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ღირებულება | 10379 | 10379.00 |
22 | საკანალიზაციო და წყლის მომარაგების სისტემების მშენებლობა | 2765.73 | 2765.73 |
23 | ჭაბურღილის მშენებლობა | 14985.38 | 14985.38 |
24 | სოფ.ჩადუნიანში სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობა | 17248.2 | 17248.20 |
25 | საკანალიზაციო და წყლის მომარაგების სისტემების მშენებლობა | 1418.19 | 1418.19 |
26 | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ჩადუნიანში სასმელი წყლის | 17766 | 17248.20 |
27 | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფ. ჩადუნიანის საბავშვო ბაღის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე დაერთების სამუშაო დანართი N1-ის შესაბამისად | 400 | 400 |
28 | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობების გაზიფიცირების სამუშაოები | 2031.98 | 2031.98 |
29 | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობების გაზიფიცირების სამუშაოები | 8966.02 | 8860.52 |
30 | ქ.ლაგოდეხში მდებარე ბაზრის ტერიტორიაზე სანიტარული კვანძის მოწყობის სამუშაოები | 11906 | 11906 |
31 | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. აფენის საბავშვო ბაღის გარე ტერიტორიის მოწყობის სამუშაოები | 26898 | 26898 |
32 | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ბებურიანში სასმელი წყლის | 48000 | 47992.89 |
33 | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. არეშფერანში სასმელი წყლის | 32701 | 32699.05 |
34 | ქ.ლაგოდეხში სახელოვნებო სკოლის რეკონსტრუქცია/კაპიტალური რემონტის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა | 470 | 470 |
35 | ქ. ლაგოდეხში მდებარე სახელოვნებო სკოლის ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები | 7663 | 7663 |
36 | ქ.ლაგოდეხში სახელოვნებო სკოლის შენობის რეაბილიტაცია | 12620.91 | 12620.91 |
37 | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში არსებული საარქივო ოთახის ნაწილობრივი სარემონტო სამუშაოები | 2092 | 2092 |
38 | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში არსებული საარქივო ოთახისა და ქ. ლაგოდეხის N1 საბავშვო ბაღის ნაწილობრივი სარემონტო სამუშაოები | 4590 | 4590 |
39 | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობების ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე დაერთება | 400 | 400 |
40 | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობების ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე დაერთება | 800 | 800 |
41 | ქ. ლაგოდეხში მარტივი ტიპის სამრეცხაოს მოწყობის სამუშაოები | 7996 | 7996 |
42 | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვემონაშოვარში წყალგამტარი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები | 3872 | 3872 |
43 | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2016 წლის სექტემბრის თვეში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული შენობის სახურავებისსარეაბილიტაციო სამუშაოები დანართი N1-ის შესაბამისად |
| 74827.14 |
44 | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ.კავშირის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია | 1900.9 | 1900.9 |
45 | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. გურგენიანის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია | 3290.91 | 3290.91 |
46 | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობების ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე დაერთება | 2950 |
|
| ჯამი | 895180.02 | 962624.6 |
7. მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამგებლის მიერ ინიცირებული საკითხები
მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საკრებულოში ინიცირებული იქნა სხვადასხვა პროექტები, კერძოდ: სტრუქტურული ერთეულების დებულებები და მათში განსახორციელებელი ცვლილებები, ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებები, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა და მასში განსახორციელებელი ცვლილებები, პროექტები ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე, ზოგიერთი ნორმატიული აქტის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით განსახორციელებელი ცვლილების ახალი პროექტები. ახალი ნორმატიული აქტების პროექტები.
ასევე ინიციირებული იქნა პროექტები გამგებლისათვის სხვადასხვა საკითხზე თანხმობის მიცემის თაობაზე.
ინიციირებული საკითხებიდან მიღებულ იქნა 34 ნორმატიული აქტი (დადგენილება),37 ინდივიდუალულ სამართლებრივი აქტი (განკარგულება).
8. მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საანგარიშო პერიოდში გამოცემული იქნა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები - სულ 1517 (ბრძანება).
9. მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საანგარიშო პერიოდში დადებული ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების რაოდენობა: 234 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, 1 მემორანდუმი.
10. მოქალაქეებთან შეხვედრების რაოდენობა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ სამუშაოებთან დაკავშირებით ჩატარდა 83 შეხვედრა. შეხვედრებს დაესწრო 2000-მდე ადამიანი. მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოსახლეობის ანგარიშვალდებულების მიზნით შეხვედრები მოაწყო სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულებში, რომელსაც დაესწრო 3000-მდე ადამიანი.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა 2016 წელს 200-მდე მოქალაქე მიიღო.
11. მოქალაქეთა პრობლემებზე გამგებლის მიერ რეაგირების ფორმები (მათ შორის დადებითად
გადაწყვეტილი საკითხები).
2016 წელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სამხარეო ადმინისტრაციიდან შემოსულია 238 წერილი, აქედან შესრულებულია 233 წერილი, რაიონული ორგანიზაციებიდან შემოვიდა 3385 წერილი, შესრულებულია 3365 წერილი, შესრულების პროცესშია 20 წერილი, სხვადასხვა სამინისტროდან შემოვიდა 738 წერილი, აქედან შესრულდა 691 წერილი;
- შემოსულია მოქალაქეთა განცხადება 4242, აქედან პასუხი გაცემული აქვს 4205 განცხადებას, განხილვის პროცესშია 37 განცხადება;
- ადმინისტრაციულ სამსახურს გადაეცა 464 წერილი, პასუხი გაცემული აქვს 450 წერილს, შესწავლის პროცესშია 14 წერილი;
- საფინანსო სამსახურს გადაეცა 763 წერილი, პასუხი გაცემული აქვს 637 წერილს, შესწავლის პროცესშია 15 წერილი;
- ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურს გადაეცა 1206 წერილი, პასუხი გაცემული აქვს 1178 წერილს, შესწავლის პროცესშია 28 წერილი;
- ზედამხედველობის სამსახურს გადაეცა 791 წერილი, პასუხი გაცემული აქვს 770 წერილს, შესწავლის პროცესშია 21 წერილი;
- იურიდიულ სამსახურს დაეწერა 1061 წერილი, პასუხი გაცემული აქვს 1061 წერილს. მომზადდა 1517 /სამართლებრივი აქტი / ბრძანება.
- ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილებას დაეწერა 2595 წერილი, დაკმაყოფილდა 1600 მოქალაქის განცხადება უარი ეთქვა 995.
I2. მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული სხვა საქმიანობა
საანგარიშო პერიოდში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფი ა(ა)იპ-ები: ,, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრი“,,, კულტურისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი“, ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური“, ,,მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი“, ,,სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება“ და ,,სახელოვნებო სკოლების გაერთიანება“ მუშაობას წარმართავდა წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით.
სამსახურში 12 თვის მანძილზე შემოსულია 202 კორესპონდენცია, ყოველ მათგანს გაეცა კვალიფიციური პასუხები.
ა(ა)იპ ,,ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრი“ 2016 წელს მუშაობას ახორციელებდა შემდეგი მიმართულებით: სპორტ-სკოლა, ახალგაზრდული მიმართულება, სპორტული მიმართულება, სათემო ახალგაზრდული ცენტრები.
ახალგაზრდულმა და სპორტულმა განყოფილებამ, სპორტ-სკოლამ ჯამში 2016 წლის მანძილზე სულ განახორციელა 123 ღონისძიება. საანგარიშო წლის განმავლობაში 692 სპორტსმენი იყო დაკავებული სპორტის სხვადასხვა სახეობაში: ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი, რაგბი, ძიუდო, ქართული ჭიდაობა, თავისუფალი ჭიდაობა, კრივი, კარატე, ველოსპორტი, ჭადრაკი. შვიდმა ახალგაზრდულმა სათემო ცენტრმა: ვარდისუბანი, კართუბანი, ჰერეთისკარი, ლელიანი, გიორგეთი, კაბალი, ჭიაური 2016 წელს ჩაატარა 87 ღონისძიება.
ა(ა)იპ ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის“ სპორტული განყოფილება წლის განმავლობაში ჩაატარა სხვადასხვა სახელობის ტურნირებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში; წლის განმავლობაში ჩატარებულია ვ. შიხაშვილის სახ. ტურნირი მკლავჭიდში, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი, ,,თევდორობა“, ,,ნოვრუზ-ბაირამობა“, ჟ. ნავაძის სახ. ტურნირი ძიუდოში, ჯ. მაისურაძის სახ. ტურნირი, გ. დუღაშვილის სახ. ტურნირი მინი ფეხბურთში, მურმან მუმლაძის სახ. ტურნირი. ვალერი დევაძის და ანრი ფერაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ფეხბურთში (აფენში), ამირან ხოზრევანიძის სახელობის ტურნირი ფეხბურთსა და ფრენბურთში, ასევე მოეწყო ველორბოლაც.
აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა ახალგაზრდული მიმართულებით ,,ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრში“. 12 თვის პერიოდში არის განხორციელებული შემდეგი აქტივობები: ,, დასუფთავების აქცია“ ,,სოციალური მაცივარი“, ,,მის-ლაგოდეხი 2016“ ,,დღის ცენტრის“ შექმნა სოციალურად დაუცველი და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისათვის. პოეზიის საღამო - რეგიონის განვითაერბის ცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ერთი ნაბიჯი ერთობისაკენ“ ფარგლებში უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროექტი ხორციელდება ა(ა)იპ ,,ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის“, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის, მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მხარდაჭერით.
ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ,,კულტურისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი“ ოთხი მიმართულებით ახორციელებს მუშაობას: კულტურა, ბიბლიოთეკა, მუზეუმი და ტურიზმი. ქ. ლაგოდეხში, ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, წიგნადი ფონდი შეადგენს 31 837 წიგნს, ხოლო საბავშვო ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის ოდენობაა 8 227 წიგნი. საანგარიშო პერიოდში ბიბლიოთეკები მოემსახურნენ 3257 მკითხველს, მათზე გაიცა 29313 წიგნი. 2016 წლის განმავლობაში მიღებულია 97 ახალი წიგნი, აქედან 80 წიგნი გახლავთ საჩუქარი, ხოლო 17 - შეძენილი.
18-24 აპრილი - საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, 18 დან 24 აპრილის ჩათვლით, ყველა ბიბლიოთეკაში ჩატარდა ღონისძიებები, რომელიც მიეძღვნა, დედა-ენის, საბავშვო წიგნის და წიგნის საერთაშორისო დღეს.
ბიბლიოთკაში 28 სახის გამოფენაა მოწყობილი, რომელიც ეძღვნება ცნობილი ქართველი მოღვაწეების საიუბილეო თარიღებსა და ახალ წიგნებს.
მუნიციპალიტეტში არსებული დახურული ბიბლიოთეკების რაოდენობაა 8. ეს არის სოფ. მაწიმის, ნინიგორის, ცოდნისკარის, ჭიაურის, ფონის,ნაინდროვალის, ნაწისქვილარის, ბაისუბნის ბიბლიოთეკები. მათი საერთო წიგნადი ფონდი შადგენს 65423 წიგნს.
ა(ა)იპ ,,კულტურისა და ტურიზმის განვითარების ცენტრმა“ განახორციელა შემდეგი ღონისძიებები: 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, 9 აპრილი - მამუკა ნოზაძის ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, 15 აპრილი -სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი კორპორატიული საღამო, 21 მაისი - მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიმართა ღონისძიება, პროექტით ,,ღამე მუზეუმში“. 26 მაისი - დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, 1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. 30 ივნისი - სოფ. თამარიანში ,,კულტურისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ დირექტორის ლ. ქაჯაიას, ჭიაურის თემის ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა აფხაზეთის ომში დაღუპული გიორგი დუღაშვილის ხსოვნის დღეს. 17 ოქტომბერი - კოსტა ხეთაგუროვის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება სოფელ არეშფერანში.
საანგარიშო პერიოდში რესტავრაცია ჩაუტარდა კულტურის ცენტრთან არსებულ მცირე დარბაზის სცენას. ჩატარდა არაერთი საქველმოქმედო კონცერტი: ივლის-აგვისტოს თვეებში ყოველ შაბათს იმართებოდა თოჯინების თეატრის სხვადასხვა სპექტაკლები, რაც ნამდვილად ულამაზებდა ჩვენს პატარებს საზაფხულო არდადეგებს.
აქტიურად მუშაობს საბავშვო თეატრი, რომელმაც წარმოადგინა ორი პრემიერა: ,,ძალა ერთობაშია“ და სპექტაკლი ,,კონკია“. პატარა მსახიობები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ. 10 მაისს კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში დაიდგა სპექტაკლი ,,ბედნიერების ასაკი“, სადაც თბილისის, წალენჯიხის, თეთრიწყაროს მსახიობებთან ერთად მონაწილეობდნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,კულტურისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ მსახიობებიც.
ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,გრაალმა“ მონაწილეობა მიიღო ფოლკლორის ფესტივალზე მესტიაში და პირველი ადგილითა და ოქროს მედლით დაბრუნდა. თოჯინების სახალხო თეატრმა ჭიათურაში დადგა სპექტაკლი ,,მეგობრობის ძალა“ და პირველი ადგილი დაიმსახურეს.
მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა ივნისის თვეში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაიწყო ისტორიული ძეგლების მონიტორინგი. დაწყებულია მაჭის ციხის ნაწილობრივი რეაბილიტაცია. საანგარიშო პერიოდში ლაგოდეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა დანომრა საინვენტარო ნომრით და ელექტრონული ვერსია გაუკეთა მუზეუმში არსებულ ყველა ნივთს. სამეფო დარბაზში ყოველ ორ თვეში, ერთი თვით ეწყობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მხატვრების ნამუშევართა გამოფენა. მუზეუმის საგამოფენო დარბაზებში განახლებულ და დამატებულ იქნა ექსპონატები. დაიდო ხელშკრულება პოლონეთის ჩიეხანოვის, მაზოვის, შლახტის მუზეუმებსა და ჩვენ მუზეუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მიზნით.
22 აგვისტოს სოფ. ზემო მსხალგორის წმ. გიორგის ტაძრის ნაგებობებს ჩაუტარდა გამწმენდი სამუშაოები.
26 აგვისტოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მოეწყო მხატვარ ეკატერინე ოკიაშვილის ფერწერისა და ტიხრული მინანქრის გამოფენა-გაყიდვა.
29 ნოემბერს კულტურისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის თანამშრომლის დავით ყვავაძის ხელმძღვანელობით მოხდა გათხრები სოფელ ბაისუბანში ერთ-ერი მოსახლის საკარმიდამოში, სადაც ჭის გათხრის დროს 1.30 მეტრის სიღრმეზე აღმოჩენილი იქნა მცირე ზომის ქვევრი და დერგი. ასევე ჭურჭელი რომელიც წინასწარი დაკვირვებით ეკუთვნის ძვ.წ.აღ IV-I საუკუნეებს.
ტურიზმის განხრით დასრულებულია და დასაბეჭდათ გამზადებულია „გზამკვლევი“ სამ ენაზე. ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით მოეწყო გასვლითი აქციები ქ. ყვარელში, ქ. თელავში, ქ. სიღნაღში, ნეკრესსა და გრემში, სადაც მოხდა შესაბამისი ინფორმაციის გადაცემა ტურისტული საინფორმაციო ცენტრებისათვის და ქალაქში მყოფი ტურისტებისათვის. ასევე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციის მიზნით, გაიგზავნა რამოდენიმე სახეობის ტურისტულ-საინფორმაციო მასალა.
ცენტრი აწარმოებს ვიზიტორთა გამოკითხვას სპეციალურად მათთვის განკუთვნილი კითხვარების მეშვეობით და ინფორმაციის მოპოვებას საოჯახო და კერძო სასტუმროების მეპატრონეებისაგან მათი შემდგომი განვითარების მიზნით. გაზრდილია ვიზიტორთა რაოდენობა. 2016 წლის 9 თვის მონაცემებით ლაგოდეხს ეწვია 41228 ვიზიტორი: აქედან 31520 - საქართველოს მოქალაქე, 9708 - უცხოელი. 2015 წლის მონაცემებთან შედარებით ვიზიტორთა საერთო რაოდენობა 2016 წელს 15%-ით გაიზარდა, უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 36%-ით, ხოლო ქართველი ვიზიტორების 10%-ით. რაც იმას ნიშნავს, რომ ტენდენცია ვიზიტორთა მატებისკენაა. გაიზარდა საოჯახო სასტუმროების რიცხვიც. დამზადდა საინფორმაციო სტენდები საოჯახო სასტუმროებზე და მუზეუმზე გადასაცემად.
კულტურისა და ტურიზმის განვითარების ცენტრმა ღია ცის ქვეშ ჩაატარა სხვადასხვა სახის საახალწლო ღონისძიებები, ღონისძიებაზე მოსულ პატარებს გადაეცათ საჩუქრები,ასევე გაიმართა დასკვნითი გალა კონცერტი, რომელიც გამოირჩეოდა სიახლეებით,წარმოდგენილი იყო „ფლეშ- მობი“.
ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ,,სახელოვნებო სკოლების გაერთიანებამ“ საანგარიშო პერიოდში განახორციელა შემდეგი ღონისძიებები: 18 აპრილს-ანიმაციური ფილმების ფესტივალი ,,ექო-თოფუზი“, სადაც აქტიურად იყვნენ ჩართულნი სამხატვრო სკოლის მოსწავლეები. 1ივნისი - ბავშვთა დაცვის დღე, მოეწყო ნამუშევრების გამოფენა, შესრულდა საგუნდო სიმღერები. ,,სახელოვნებო სკოლის გაერთიანების“ აღსაზრდელები მონაწილეობდნენ 7 აპრილს ქ. თბილისის N6 სამუსიკო სკოლაში ჩატარებულ ,,სახელოვნებო მომავლისათვის“ მე-9 რესპუბლიკური ფესტივალის შესარჩევ ტურში. 14-15 მაისს ამ ფესტივალის გალა-კონცერტზე სახელოვნებო სკოლის მოსწავლეებს მიენიჭათ ლაურეატის წოდება.
2015-2016 სასწავლო წელს გამოსაშვები გამოცდა ჩააბარა ლაგოდეხის სამუსიკო სკოლის 14 მოსწავლემ, 2016-17 სასწავლო წელს სახელოვნებო სკოლების გაერთიანებას ჰყავს 256 მოსწავლე, აქედან 57 პირველკლასშია (სამხატვრო-სამუსიკო), 17 მაღალკლასებში.
ა(ა)იპ ,,სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში“ 2016 წლის იანვარში ფუნქციონირებდა 69 სააღმზრდელო ჯგუფი.
2016 წლის 1-10 მარტის ჩათვლით ჩატარდა დედის დღისადმი მიძღვნილი ზეიმები, ამა წლის 17 მარტს ჩატარდა #1 ბაგა-ბაღში ღონისძიება ,, ჩვენი პატარა მოდელი“. 2016 წლის 24 მარტს სოფელ ჩადუნიანის საბავშვო ბაღში ჩატარდა მუსიკალური გართობა ,,ბურატინოს თავგადასავალი“, რომელიც მოამზადა უფროსი ჯგუფის აღმზრდელმა ანი ჯამასპიშვილმა. 2016 წლის 29 მარტს ყველა ბაღს დაურიგდა საკანცელარიო და სამედიცინო მასალა. 26-30 მარტს წყალგაყვანილობის სიტემას ჩაუტარდა რეაბილიტაცია ლელიანის N1 ბაგა-ბაღში, რომლის თანხები გამოყო გაერთიანებამ.
2016 წლის 11-22 აპრილს განხორციელდა პროგრამის გარეშე ღონისძიებები -აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, რომელიც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თითქმის ყველა საბავშვო ბაღში ჩატარდა და პროგრამის გარეშე ღონისძიებები: ესენია: ,,ბერიკაობა“ , ,,მხიარული-ბავშვობა“, ,,ყვავილების ზეიმი“, ,,ფოლკლორის საღამო“. ჩატარდა ღია მეცადინეობები და ღია კარის დღეები.
ივლისის თვეში დაიწყო ლაგოდეხის #1 საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები და ახალი სასწავლო წელს სუფთა, გარემონტებულ შენობაში მივიდნენ აღსაზრდელები.ეს პროექტი განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საგას“ საქართველოში იაპონიის საელჩოს და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფინანსური მხარდაჭერით, მისი ღირებულება 220 000 ლარს შეადგენდა.
გარემონტებულ ბაღში სასწავლო წლის დაწყება იზეიმა სოფ.ლელიანის #2 საბავშვო ბაღმა,ხოლო აფენში აშენდა ახალი საბავშვო ბაღი და აღიჭურვა შესაბამისი საბავშვო ინვენტარითა და სათამაშოებით, სადაც ორ ჯგუფზე ცაირიცხა 52 აღსაზრდელი.
2016 წლის სამუშაო პერიოდი ნაყოფიერი იყო ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ,,მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლისათვის“. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლმა წელსაც აქტიურად მიიღო მონაწილეობა 70-ე სასწავლო შემოქმედებით კონფერენციაში და მოიპოვეს გარკვეული დიპლომები, სიგელები და მადლობის ფურცლები. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლმა განახორციელა შემდეგი პროექტები და ღონისძიებები: ,,ყველაზე ჭკვიანი“, ,,ეტალონი“, ,,საბავშვო ტურიზმი“ და ,, კალმოსნები“, ,,მხიარული სტარტები“, ,,რა სად, როდის?“ , ,,ჩემი მეგობრები, ჩემი გარემოცვა“ და სხვა.
ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური“ აწარმოებს ვაქცინით მომარაგებას, მათ შენახვას და გაცემას რაიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებებზე ( 14 საექიმო ამბულატორია , ,,არქიმედეს“ კლინიკა და შ.პ.ს. აფენის ,,განთიადი“).
მიმდინარე წლის 12 თვეში გამოკვლეულ იქნა 432 ორსული შიდსზე. ,, B “და ,,C” ჰეპატიტზე და სიფილისზე, შედეგად გამოვლენილი იქნა ჰეპატიტი B-ს 13 შემთხვევა და C 1 შემთხვევა. საანგარიშო პერიოდში რეგისტრირებულია ტუბერკულიოზის 35 შემთხვევა. ეპიდ კვლევა ჩაუტარდა და გამოკვლეულ იქნა 52 კონტაქტი.დაფიქსირებულია ბრუცელიოზის 11 შემთხვევა. თერთმეტივე შემთხვევაში დაავადების მიზეზი არის თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცი და რძის პროდუქტები.რეგისტრირებულია ჩუტყვავილას 38 შემთხვევა.12 თვეში დაკბენილია 914 პაციენტი.ჩატარებული მათ მიმართ ვაქცინაციის სრული 129 და არასრული 774 კურსი.დადასტურებულია ცოფის შემთხვევა--2 ძროხა , 1 ძაღლი, 1 ღორი.
მიმდინარე წლის 12 თვეში მალარიაზე გამოკვლეულია 231 სისხლის სქელი წვეთი და ნაცხი. ჩატარდა რაიონში არსებული წყალსატევების პასპორტიზაცია.წყალსატევების ფიზიკური ფართია 1329ჰა. ანოფელოგენური ფართი 660 ჰა. შესრულებულია საბონიფიკაციო სამუშაოები.
ენტერობიოზზე გამოკვლეულია 1506 ბავშვი, სკოლამდელ ბავშვთა დაწესებულებებში და სასკოლო ასაკის პიველი, მეორე, მესამე კლასებში. დაინვაზირებულია 170 ბავშვი.
გამოკვლევები აქტიურად ტარდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყველა საჯარო სკოლაში. 2016 წლის 12 თვეში სანიტარული ზედამხედველობის კუთხით მონიტორინგი ჩატარდა 29 სკოლამდელი აღზრდის და 28 სასკოლო დაწესებულებაში.
მონიტორინგით გამოვლინდა, რომ მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული საბავშვო ბაღების სანტექნიკური მდგომარეობა. ბაღების დალაგება-დასუფთავების ხარისხი დამაკმაყოფილებელია. გამონაკლისს წარმოადგენს სოფ. კაბლის საბავშვო ბაღი, რომელსაც დღემდე არ აქვს გამდინარე ცივი წყალიც კი. ამორტიზირებულია ყველა ოთახი და სათავსო, დაზიანებულია იატაკები და დარღვეულია კედლებისა და ჭერის ბათქაშის მთლიანობა.
საბავშვო დაწესებულებათა სარეაბილიტაციო ღონისძიებების დროულად გატარების მიზნით საკითხი ეცნობა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას 2016 წლის 27 დეკემბერს. ასევე ეცნობა აღნიშნული ინფორმაცია რესურცენტრის დირეტორსა და ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელობას.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დავალებით გასული წლის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მონიტორინგი განხორციელდა მუნიციპალიტეტში არსებულ 23 სილამაზის სალონზე.მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს არსებული 23 სალონიდან არცერთი, რაც B და C ჰეპატიტის გავცელების საფრთხეს ქმნის.