ქვემო ნაშოვარში, ფოდაანსა და ბაისუბანში გზის საფარის დაგება იწყება

21 June, 2017

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში ქვემო ნაშოვარში, ფოდაანსა და ბაისუბანში საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო საამუშაოები იწყება.   პროექტები,  რომლის ფარგლებშიც  3 კილომეტრამდე გზის საფარის დაგება   მოხდება ტენდერში  გამარჯვებული  სამშენებლო  კომპანია  „  ლაგოდეხგზა“  განახორციელებს.

რეაბილიტაციამდე აღნიშნული პროექტები   ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ მშენებელი კომპანიის წარმომადგენელთან  ადგილობრივ მოსახლეობას გააცნო და მათი მოსაზრებები  მოისმინა .  გზის საფარის დაგება სამივე სოფელში    მომდევნო კვირაში დაიწყება. რომელთა საერთო ღირებულება 660, 281 ლარს შეადგენს.

ფოტო ალბომი


Share page