ფაშიზმზე გამარჯვების დღე - ლაგოდეხში ვეტერანები დიდების მემორიალთან შეიკრიბნენ

9 May, 2017

ფაშიზმზე გამარჯვების 72--ე წლისთავი აღნიშნეს ლაგოდეხში ვეტერანებმა და მათთან გათანაბრებულმა პირებმა.

 ისინი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დიდების მემორიალთან შეიკრიბნენ. ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების  დღე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და ლაგოდეხი-ყვარლის მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა .

მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, ერთჯერადი სოციალური ფულადი დახმარების სახით, 600 ლარს  მიიღებენ.

მეორე მსოფლიო ომი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური კონფლიქტი იყო. მას 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის, დაახლოებით 300 ათასი საქართველოდან იყო.

ფოტო ალბომი


Share page