საქართველოში იაპონიის ელჩის ვიზიტი ლაგოდეხში
იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტოშიო კაიტანიმ იაპონიის მთავრობის „გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების პროექტი“-ს ფარგლებში რაებილიტირებული ლაგოდეხის № 1 საბავშვო ბაღი გახსნა. პროექტის საგრანტო ხელშეკრულებას ხელი იაპინიის სალჩოსა და საქართველოს სამოქალაქო განვითრებას შორის გასულ წელს მოეწერა, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა საბავშო ბაღის სრული რეაბილიტაცია, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაცია „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“-ს დაფინანსებით მოხდა ბაღისთვის ახალი ინვენტარის შეძენა. საბავშვო ბაღის გახსნის ცერემონიას ადგილობრივი მთავრობისა და პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.