კახა ჯამბურია ჭადრაკში კახეთის რეგიონის ჩემპიონებს შეხვდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ ჭადრაკში კახეთის რეგიონის ჩემპიონს 12 წლამდე ასაკის გოგონებში მარია ლიმარს და მესამე ადგილოსანს ანა ლიმარს უმასპინძლა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორში მცხოვრები რვა წლის ტყუპები არაერთი ჩემპიონატის გამარჯვებულები და ჯილდოს მფლობელები არიან.