გამგებელი საჯარო შეხვედრებს მართავს

15 February, 2017

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრებს მართავს. კახა ჯამბურიას თქმით, შეხვედრის მთავარი მიზანია მოქალაქეებთან ერთად შეფასდეს განვლილი წელი,

რამდენად გაართვა თავი ადგილობრივმა თვითმმართველობამ მუნიციპალიტეტში მდგარ გამოწვევებს ინფრასტრუქტურის განვითარების და სოციალურ-ეკონომიკური კუთხით.

შეხვედრები, რომელიც თითქმის 2 საათს გრძელდება, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 2017 წელს დაგეგმილი საქმიანობების გაცნობას და კითხვა - პასუხის რეჟიმში მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებას მოიცავს.

ფოტო ალბომი


Share page