ჩიხირთმა
ინგრედიენტები:
- ქათამი
- 1.5 კგ
- წყალი
- კვერცხი
- 2
- ქინძი
- ხახვი
- 1-2 თავი
- დაფნის ფოთოლი
- ცხარე წიწაკა, წითელი
- ძმარი
- გემოვნებით
- მარილი
- ფქვილი
- 2-4 ს.კ
მომზადების წესი:
ჩიხირთმის მოსამზადებლად იდეალურია სოფლის ქათამი. ათამი კარგად გარეცხეთ, ჩადეთ ქვაბში, დაასხით ცივი წყალი და შემოდგით ცეცხლზე. ქაფს რომ წამოიღებს მოხადეთ. ხარშვისას ბულიონში ჩაამატეთ 1-2 თავი ხახვი და დაფნა. ქათამი რომ დარბილდება და მოიხარშება, ამოიღეთ, ბულიონი კი გაწურეთ. თუ ბევრი ცხიმი აქვს, შეგიძლიათ მოხადოთ. ეს პროცედურა უფრო მარტივია გაციებული ბულიონის შემთხვევაში.
2 ლ (ან რამდენიც გსურთ) ბულიონი ხელახლა წამოადუღეთ. ცოტაოდენ გრილ ბულიონში ან წყალში კი გახსენით 2-4 ს.კ ფქვილი. ჩაუშვით ადუღებულ ბულიონში და კარგად გახსენით. ხარშეთ 5-8 წუთი. ცალკე ათქვიფეთ კვერცხი ჩანგლით, დაამატეთ 1-2 ჩ.კ ძმარი ( ეს იმისთვის რომ წვნიანში კვერცხი არ აიჭრას) შემდეგ კვერცხი სწრაფი მორევით ჩაუშვით კერძში. კიდევ წამოადუღეთ 1-2 წუთი და წვნიანი მზადაა. ბოლოს დაამატეთ მარილი, დაჭრილი ქინძი, ცოტა წითელი წიწაკა, ძმარი (სავარაუდოდ, დამატება დასჭირდება). ძალიან უხდება ჩვეულებრივის ნაცვლად სვანური მარილი, მაგრამ ეს აუცილებელი არ გახლავთ.