ხაშლამა

შემადგენლობა:

  • 2 კგ ძვლიანი ხორცი ( ძროხა, ხვო, ციკანი, ბატკანი)
  • 2-3 თავი ხახვი
  • 1-2 ც წითელი წიწაკა
  • 2-3 ღერი ოხრახუში და ნიახური
  • 2 ფოთოლი დაფნა
  • მარილი

 მომზადება:

ხორცი დაჭერით მსხვილ ნაჭრებად, დაასხით წყალი და დადგით მოსახარშად. ხარშვის დროს მოხადეთ ქაფი, დაამატეთ მთელ-მთელი ხახვის თავები, წიწაკა, დაფნა,მწვანილი. ხორცს ხარშვის დამთავრების წინ ჩაამატეთ მარილი. სუფრაზე მისატანად ამოიღეთ წვენიდან, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.

Share page