სახაზინო-საბუღალტრო განყოფილება

სახაზინო-საბუღალტრო განყოფილების უფროსის ფუნქცია-მოვალეობის შემსრულებელი ხატია ნოზაძე - 577558400


 

სახაზინო-საბუღალტრო განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოებასა და კოორდინაციას;

ბ) მერიის სამსახურების საქმიანობის საბუღალტრო მომსახურებას, საბუღალტრო აღრიცხვასა და ანგარიშგებას;

გ) ადგენს კვარტალურ და წლიურ ბალანსებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ე) უზრუნველყოფს ბუღალტრული საბუთების არქივირებას.

ვ) აღრიცხვა–ანგარიშების მიმდინარეობის, ფულადი სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების დაცულობას, ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების სწორად და ეკონომიურად ხარჯვის სისტემატური კონტროლს;

ვ) მუნიციპალიტეტის საბანკო ანგარიშების მართვას, ურთიერთობებს ხაზინასთან და საბანკო დაწესებულებებთან;

ზ) მუნიციპალიტეტის მიერ აღებული და გაცემული სესხების მართვას;

თ) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების, სამივლინებო ხარჯების და სხვა გადასახდელების გაცემას;

ი) მუნიციპალიტეტის საგადასახადო საინფორმაციო ბაზის შექმნასა და განახლებას;

კ) შემოსული ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას;

ლ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ გაწეული ხარჯების მიზნობრიობის, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის შეფასებას, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

მ) ადგილობრივი ბიუჯეტის საკასო შესრულებაზე ზედამხედველობას;

ნ) მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების საფინანსო მონიტორინგს;

ო) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

სამსახურის დებულება

Share page