მუნიციპალიტეტის სიმბოლიკა
გერბი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა
გერბის ფარი ჰორიზონტალურადაა გაყოფილი ორ ნაწილად. I ნაწილს უჭირავს ფარის 2/3, II ნაწილს 1/3.
გერბის ფარის I ნაწილში ვერცხლის ველზე წითლით მოთავსებულია მეფე თამარის ხელრთვა. II ნაწილში - მწვანე ველზე ვერცხლის ირემი, რომელსაც მარჯვენა ფეხი შემართული აქვს.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია სამქონგურიანი (ციხესიმაგრის ფორმის) საქალაქო ვერცხლის გვირგვინი.
ფარს ქვემოთ ვერცხლ-მწვანე ბაფთაზე მოთავსებულია გერბის დევიზი. ბაფთის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი ,,ლაგოდეხი’’.
დროშა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა
დროშა ჰორიზონტალურადაა გაყოფილი ორ ნაწილად. I ნაწილს უჭირავს 2/3, II ნაწილს 1/3.
I ნაწილში თეთრ ველზე წითლით მოთავსებულია მეფე თამარის ხელრთვა. II ნაწილი წარმოადგენს მწვანე ველს.
დროშის პროპორციები შემდეგია: სიმაღლის სიგანესთან შეფარდება - 2/3.
დროშის შემადგენელი ნაწილები:
1. მწვანე ველი - დროშის სიმაღლის 1/3.
2. თეთრი ველი - დროშის სიმაღლის 2/3.
3. წმინდა თამარის ხელრთვა - დროშის სიმაღლის 2/5.