“ სუფთად ევროპისკენ“- აქცია ლაგოდეხში

22 April, 2017

“სუფთად ევროპისკენ“ - ასე ჰქვია აქციას, რომელსაც გარემოს დაცვის სამინისტრო კურირებს.  აქციაში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი ჩაერთო, რომლის ფარგლებშიც   სამი ლოკაცია შეირჩა და 20 კილომეტრამდე ტერიტორია დასუფთავდა. „სუფთად ევროპისკენ“ კამპანიის  ფარგლებში  ლაგოდეხში 200 – მდე ადამიანმა  მიიღო  მონაწილეობა,  მათ შორის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ, მუნიციპალიტეტში დასაქმებულმა საჯარო მოხელეებმა, სკოლის მოსწავლეებმა, მოქალაქეებმა  და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.  

22 აპრილს დასუფთავების აქცია საქართველოს 10 რეგიონის 74 მუნიციპალიტეტში გაიმარა.

ფოტო ალბომი

გააზიარე