სახაზინო-საბუღალტრო განყოფილება
სახაზინო-საბუღალტრო განყოფილების უფროსის ფუნქცია-მოვალეობის შემსრულებელი ხატია ნოზაძე - 577558400
სახაზინო-საბუღალტრო განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოებასა და კოორდინაციას;
ბ) მერიის სამსახურების საქმიანობის საბუღალტრო მომსახურებას, საბუღალტრო აღრიცხვასა და ანგარიშგებას;
გ) ადგენს კვარტალურ და წლიურ ბალანსებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) უზრუნველყოფს ბუღალტრული საბუთების არქივირებას.
ვ) აღრიცხვა–ანგარიშების მიმდინარეობის, ფულადი სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების დაცულობას, ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების სწორად და ეკონომიურად ხარჯვის სისტემატური კონტროლს;
ვ) მუნიციპალიტეტის საბანკო ანგარიშების მართვას, ურთიერთობებს ხაზინასთან და საბანკო დაწესებულებებთან;
ზ) მუნიციპალიტეტის მიერ აღებული და გაცემული სესხების მართვას;
თ) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების, სამივლინებო ხარჯების და სხვა გადასახდელების გაცემას;
ი) მუნიციპალიტეტის საგადასახადო საინფორმაციო ბაზის შექმნასა და განახლებას;
კ) შემოსული ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას;
ლ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ გაწეული ხარჯების მიზნობრიობის, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის შეფასებას, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
მ) ადგილობრივი ბიუჯეტის საკასო შესრულებაზე ზედამხედველობას;
ნ) მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების საფინანსო მონიტორინგს;
ო) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.