საერთაშორისო პროექტებისა და ტურიზმის განვითარების განყოფილება

II რანგი - საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი/განყოფილების უფროსი დიმიტრი ზურაბაშვილი - 577578477


 

საერთაშორისო პროექტებისა და ტურიზმის განვითარების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ტურიზმის სფეროში პრიორიტეტებისა და სტრატეგიის შემუშავება, პროგმამებისა და პროექტების შესახებ წინადადებების მომზადება.

ბ) ტურიზმის სფეროში სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება და შეგროვება.

გ) უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისათვის საჭირო ინფორმაციის მოპოვებას, საინფორმაციო ბაზის შექმნას ისეთ საკითხებზე როგორიცაა: ტურისტული ინფრასტრუქტურა, ტურიტსული ადგილები, ტურიტსული პროგრამები, ტრანსპორტი, ბუნების ძეგლები და დაცული ტერიტორიები ( ეროვნული პარკები, ნაკრძალები, აღკვეთილები და სხვა) არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლები, კულტურული ღონისძიებანი, ფესტივალები, სახალხო დღესასწაულები და სხვა.

დ) ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ფუნქციონირების უზრუნველყოფას, სარეკლამო საიმფორმაციო მასალების მომზადება და გამოცემას.

ე) ტურიზმის სფეროში დასაქმებულ კერძო მეწარმეთათვის სარეკლამო პროდუქციის გავრცელებაში ხელის შეწყობას.

ვ) მუნიციპალიტეტის პრიორიტეტული პროგრამების განვითარების მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას.

ზ) ახალი ტურისტული თუ სხვა ინფასტრუქტურული ობიექტის შექმნის თაობაზე შესაბამისი პროექტის მომზადებას.

თ) მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ხელშეწყობას საქართველოსა და უცხოეთის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან დს ფონდებთან.

ი) საერთაშორისო პროექტებზე მუშაობასა და დაფინანსების მოპოვებას.

კ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.

გააზიარე