ჯონდო მდივნიშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „საგა“-ს წარმომადგენლებს შეხვდა

27 დეკემბერი, 2017

არასამთავრობო ორგანიზაცია „საგა“ -ს  და ოთხი სათემო ცენტრის წარმომადგენლები  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერს ჯონდო მდივნიშვილს, ლაგოდეხი-ყვარელის მაჟორიტარ დეპუტატს გურამ მაჭარაშვილს და საკრებულოს თავმჯდომარეს კახა ჯამბურიას შეხვდნენ.  

შეხვედრა გაცნობით და სამუშაო ხასიათს ატარებდა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ადგილობრივ თვითმმართველობას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში   მათ მიერ  ბოლო წლებში განხორციელებული სამუშაოები გააცნეს და სამომავლო გეგმებზე  იმსჯელეს. არასამთავრობო ორგანიზაცია „საგა“-ს ხელმძღვანელის თამარ მუმლაძის  განცხადებით, „საგა“, ისევე როგორც მუნიციპალიტეტში მოქმედი  სათემო ცენტრები წლების განმავლობაში  აქტიურად  თანამშრომლობენ თვითმმართველობასთან .

გააზიარე