გამგებლის 2015 წლის ანგარიში
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმა
მუნიციპალიტეტის გამგებელი კარლო ჯამბურია
საანგარიშო პერიოდი - 2015 წლის 01. 01. - დან 2016 წლის 01. 01 - მდე.
- ანგარიშის ტიპი (რიგითი, რიგგარეშე) რიგითი
I. საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქმიანობა
1. მუნიციპალიტეტის გამგებელმა გამგეობის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში
საანგარიშო პერიოდში, სამჯერ გამოცხადდა კონკურსი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა ვაკანტური ადგილების შესავსებად, ხოლო ერთხელ ჩატარდა ატესტაცია გამგეობის მოხელეთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დაკავებული თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით, რის შედეგადაც მოწესრიგდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურა.
საანგარიშო პერიოდში მომზადებულ იქნა შრომითი ხელშეკრულების - 22 პროექტი, აქედან დამხმარე მოსამსახურეებთან დადებული იქნა - 13 ხელშეკრულება, ხოლო შტატგარეშეებთან - 9 ხელშეკრულება.
საანგარიშო პერიოდში მომზადებულ იქნა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის უფლებით გადაცემის - 12 ხელშეკრულების სამართლებრივი ფორმა.
საანგარიშო პერიოდში რაიონულ, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოში განიხილებოდა სულ - 8 საქმე.
2. მუნიციპალიტეტის გამგებელმა მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში განახორციელა შემდეგი საქმიანობები:
ინიცირებული იქნა სხვადასხვა პროექტები, რაზეც გამოცემული იქნა ინდივიდუალური და ნორმატიულ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები, ასევე სამუშაო შეხვედრების დროს მიღწეულ იქნა შეთანხმება სხვადასხვა პროექტებზე და მუნიციპალიტეტიში არსებულ პრობლემატურ საკითხებზე,
3. მუნიციპალიტეტის გამგებელმა საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის სფეროში
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი განისაზღვრა 14.414 ათასი ლარით, შესრულებამ შეადგინა 12.979.389 ლარი.
2015 წლის შემოსულობების გეგმა ნაშთის ჩათვლით (1.607.119 ათასი ლარი) განისაზღვრა 12.781.646 ლარით, შესრულებამ შეადგინა 13.191.885 ლარი.
მათ შორის:
- გადასახდელების გეგმა იყო 672.900 ლარი, შესრულებამ შეადგინა 970.496 ლარი.
- სხვა შემოსავლების გეგმა იყო 567.382 ლარი. შესრულებამ შეადგინა 675.288 ლარი.
- სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერების გეგმა განისაზღვრა 11.442.573 ლარით. შესრულებამ შეადგინა 11.433.462 ლარი.
- არაფინანსური აქტივების კლების გეგმა იყო 98.791 ლარი, შესრულებამ შეადგინა 112.639 ლარი.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის გადასახდელების (ხარჯების) გეგმა იყო 14.414 ლარი. შესრულებამ შეადგინა 12.979.400 ლარი, ხარჯების გეგმა შესრულდა 90 %-ით.
მათ შორის:
- მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის ხარჯების გეგმა იყო 574 ათასი ლარი, შესრულებამ შეადგინა 502.399 ლარი და ხარჯების გეგმა შესრულდა 88 %-ით.
- მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის ხარჯების გეგმა იყო 2.185.200 ლარი, შესრულებამ შეადგინა 1.694.095 ლარი. გეგმა შესრულდა 78 %-ით.
- საგანგებო სიტუაციიების მართვის საქალაქო სამსახურის ხარჯების გეგმა იყო 350 ათასი ლარი, შესრულებამ შეადგინა 349.827 ლარი. გეგმა შესრულდა 100 %-ით.
- სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ხარჯების გეგმა იყო 138.100 ლარი, შესრულებამ შეადგინა 111.955 ლარი. გეგმა შესრულდა 81 %-ით.
- მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციის და ექსპლოატაციის ხარჯების გეგმა იყო 4.668.500 ლარი. შესრულებამ შეადგინა 4.399.573 ლარი. გეგმა შესრულდა 94 %-ით.
- საგანმანათლებლო ღონისძიებების ხარჯების გეგმა იყო 2.165.600 ლარი, შესრულებამ შეადგინა 2.111.935 ლარი. გეგმა შესრულდა 98 %-ით.
- კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების ხარჯების გეგმა იყო 1.626.900 ათასი ლარი, შესრულებამ შეადგინა 1.601.755 ლარი. გეგმა შესრულდა 98 %-ით.
- სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების ხარჯების გეგმა იყო 2.634.200 ლარი, შესრულებამ შეადგინა 2.207.851 ათასი ლარი. გეგმა შესრულდა 84 %-ით.
4. მუნიციპალიტეტის გამგებელმა მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში
სამსახურმა გარკვეული მუშაობა გასწია 2015 წლის განმავლობაში. საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში დასმული იქნა საკითხი ქონების გადმოცემის შესახებ, შესაბამისად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოეცა შემდეგი უძრავი ქონება: საკრებულოს შენობაში ყოფილი არქივის საცავი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის შენობა, ყოფილი პოლიკლინიკის 4 სართულიანი შენობა, ყოფილი N1 საშუალო სკოლა, სოფ. მშვიდობიანში ყოფილი დაწყებითი სკოლა და ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე 31856 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. აღნიშნული უძრავი ქონება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში მუნიციპალიტეტის საკუთრებად.
სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობის მიზნით ა(ა)იპ "კულტურის ცენტრზე" გადაცემული იქნა სოფ. ნინიგორში, კართუბანში, ჭიაურში, ლელიანში არსებული კლუბები, ასევე ყოფილი საფერმენტაციო ქარხნის ადმინისტრაციული შენობა; ა(ა)იპ ,,საბიბლიოთეკო გაერთიანებაზე" გადაცემულია კართუბნის ადმინისტრაციული შენობის 20 კვ.მ შენობის ფართი; ა(ა)იპ "ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრზე " გადაცემულია პოლიციის ყოფილი შენობის პირველი სართულის ხუთი ოთახი, ჯამში 37,5 კვ.მ შენობის ფართი და სოფ. ჭიაურში ყოფილი ამბულატორიის შენობა; საგანმანათლებლო რესურს-ცენტრზე გადაცემულია ყოფილი N2 რუსული საშუალო სკოლის შენობის პირველი სართულის 200 კვ.მ შენობის ფართი; ა(ა)იპ ,,ამოვაზე" 2 წლის ვადით გადაცემულია სოფ. ცოდნისკარის სპორტული კომპლექსი; შ.პ.ს. ,,ინ-სი"-ზე 2 წლის ვადით გადაცემულია სოფ.მაწიმში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოზე უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გაცემულია. სოფ. კაბალში მდებარე 891 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი. იჯარის ფორმით გაცემულია სამი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროზე გამგეობის შენობის შენობის ფართი, კერძოდ 38 კვ.მ.
შესაბამისი მუშაობა იქნა გაწეული სასყიდლიანი ფორმით გადაცემული ქონების მ/წლის საიჯარო ქირების ამოღებისა და პრივატიზებული ქონების საინვესტიციაო ვალდებულებების შესრულების საქმეში.
ასევე შემოსულია განცხადებები და მომართვები ორგანიზაცია დაწესებულებებიდან და მოქალაქეებიდან, რომელიც ეხება საცხოვრებელ სახლებზე დახმარებას, ხანძრის შედეგად გამოწვეული ზიანის აღსადგენად დახმარებას, სანიაღვრე არხების გაწმენდას, საცხოვრებელ სახლებზე ნომრის მინიჭებას, საცხოვრებელი სახლებისათვის ხე-მასალის გამოყოფას და სხვა. აღნიშნული განცხადებები და კორესპონდენციები განხილულია და გაცემული აქვს შესაბამისი პასუხები.
სამსახურის მიერ 2015 წელში აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა ადგილობრივი ბიუჯეტით და სოფლის მხარდაჭერის პროგრამით და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გათვალისწინებულ სამუშაოებზე, რაზედაც გან-ბის სპეციალისტების მიერ ჩასატარებელ სამუშაობზე შედგენილია დეფექტური აქტები.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განხორციელდა 74 პროექტი, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან განხორციელდა 13 პროექტი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან განხორციელდა 27 პროექტი.
სამსახურის გარემოს ეროვნულ სააგენტოდან შემოსულია ორი წერილი, რომელიც ეხება იურიდიულ პირებზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესახებ მიზანშეწონილობას, რაზედაც ჩვენს მიერ გაცემულია დადებითი პასუხი.
სამსახურის სპეციალისტების მიერ შედგენილია დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის გადამხდელთა რეესტრი, დარიგებულია გადასახადის ოდენობასა და ვადებზე შეტყობინებები და ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებები.
სამსახურში შემოსული 77 წერილი ეხება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად ტექნიკის გამოყოფას, რომლებზეც შედგენილია დეფექტური აქტები და მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ტექნიკის საშუალებით სტიქიური და სხვა მოვლენების პრევენციის განყოფილება ახორციელებს მდინარეებისა და არხების გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებას. კერძოდ აღნიშნული განყოფილების მიერ საანგარიშო პერიოდში გაწმენდილია 37830 გრძ.მ. სანიაღვრე არხები და მდინარეები, საიდანაც გატანილია 7593 მ3 გრუნტი.
5. მუნიციპალიტეტის გამგებელმა აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში განახორციელა შემდეგი საქმიანობები.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხდა ორი სტიქია 2015 წლის 20 აგვიტოს და 18 სექტემბერს, რის შედეგადაც დაზარალდა რამოდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოსახლეობა, ზიანი მიადგა ინფრასტრუქტუტულ ობიექტებს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნა სტიქიის შედეგების შემსწავლელი კომისია. აღნიშნული კომისიის მიერ შესწავლილი იქნა სტიქიის შედეგეგები და მომზადდა შესაბამისი დასკვნა, რომლის საფუძველზეც დახმარება გაეწიათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 866 ოჯახს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2015 წლის პროგრამიდან დახმარება მიიღო სულ 1.578 ადამიანმა, რამაც საერთო ჯამში შეადგინა 288 ათას ლარი.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის ფარგლებში 2015 წელს მომსახურება გაეწიათ
- სოციალურად დაუცველი მოსახლეობას - 145.000 ლარი
- დაკმაყოფილდა: 627 ოჯახი, თანხით - 146.830 ლარი;
- მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ფულადი დახმარება - 20.000 ლარი.
ჯამში დაკმაყოფილდა: 101 ოჯახი , თანხით - 10.496 ლარი.
- მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა - 80.000 ლარი
- ხარჯვა: 88.700 ლარი . 724 ადამიანს
- იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა დახმარება) – 10.000
იძულებით გადაადგილებულ პირთა 64 ოჯახს თბობის სეზონისათვის (100 ლარი) და საახალწლოდ დაიხარჯა 2.835 ლარი
- სამშობლოს დასაცავად მებრძოლთა ოჯახებისა და ვეტერანების ინტერესთა დაცვა - 10.000 ლარი ჯამში ხარჯვა: 8750 ლარი
- უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ფულადი დახმარება (სარიტუალო ხარჯი) – 3.000 ლარი
- სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სათბობით უზრუნველყოფა დადგენილი ლიმიტის ფარგლებში - 20.000 ლარი. დაკმაყოფილდა -200 სოციალურად გაჭირვებული ოჯახი.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება :
- უფასო კვების ობიექტი 70 ბენეფიციარზე 50 000 ლარით განისაზღვრა;
- საზოგადოებრივი ჯანდაცვა 90 000 ლარიათ განისაზღვრა;
- უმწეო ხანდაზმულთა სოციალური რეაბილიტაციისათვის 38.000 ლარი გამოიყო.
6. მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ინფსატსრუქტურული პროექტები
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებულია 13 პროექტი (დანართი 1),
|
|
|
|
|
| ||
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
| |||
# | ტერიტორიული ორგანო | პროექტის დასახელება | კატეგორია | გამოყოფილი თანხა | გაფორმებული ხელშეკრულება | ||
1 | აფენი | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. აფენში (ბოკვიანი) შიდა სასოფლო გზის მოასფალტება | გზა | 218880 | 210,280 | ||
2 | ვარდისუბანი კარბანი ბაისუბანი | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ.ვარდისუბნის, სოფ.კართუბნისა და სოფ. ბაისუბნის დამაკავშირებელი გზის ნაწილობრივი აღდგენა | გზა | 72800 | 69,200 | ||
3 | ლელიანი | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ.ლელიანის შიდა სასოფლო გზის ასფალტო ბეტონით მოწყობა | გზა | 740860 | 677,980 | ||
4 | კაბალი | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ.კაბალში შიდა სასოფლო გზის ასფალტო ბეტონით მოწყობა | გზა | 299660 | 287,160 | ||
5 | ფონა | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ.ფონა, ქვ.ხეჩილის მისასვლელი გზის რეაბილიტაცია | გზა | 431906 | 422,710 | ||
6 | ნინიგორი | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ.ნინიგორის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია | საბავშვო ბაღი | 130781 | 128208 | ||
7 | ლელიანი | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ.ლელიანის N2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია | საბავშვო ბაღი | 114404 | 98,990 | ||
8 | აფენი | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. აფენის საბავშვო ბაღის მშენებლობის დასრულება | საბავშვო ბაღი | 277461 | 192999 | ||
9 | კართუბანი | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ.კართუბანში გარე განათების მოწყობა | გარე განათება | 77944 | 58,444 | ||
10 | აფენი | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. აფენში (მე-2 ცხაკაიაზე) ჭაბურღილის, სასმელი წყლის მაგისტრალის და რეზერვუარის მოწყობა | წყალი | 92081 | 92080 | ||
11 | აფენი | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ონანაურში ჭაბურღილის წმენდა, რეზერვუარის მოწყობა და სასმელი წყლის მაგისტრალის რეაბილიტაცია | წყალი | 49960 | 35155 | ||
12 | ფონა | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვ.ხეჩილის, სოფ.ქვ ფონის სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალის მოწყობა | წყალი | 151799 | 138138 | ||
13 | ნინიგორი | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ნინიგორში სათავე ნაგებობისა და სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობა | წყალი | 68000 | 52004 | ||
|
|
|
|
| |||
|
| 2726536 |
| ||||
|
|
|
|
| |||
|
| ჯამი | 2.726.536 | 2.463.348 | |||
|
|
|
|
| |||
|
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული 74 პროექტი (დანართი2),
N | ტერიტორიული ორგანო | სოფელი | გამოყოფილი თანხა | პროექტის დასახელება |
1 | მაწიმი | მაწიმი | 18128 | საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია |
2 | რაჭისუბანი | 5251 | სოფ.რაჭისუბანი - მაწიმის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია | |
3 | შრომა | შრომა | 34662 | კავკასიონის ქუჩაზე სანიაღვრე არხების მოწყობა |
4 | კავშირი | 14470 | სტადიონის რეაბილიტაცია | |
5 | ნინიგორი | ნინიგორი | 17532 | სასმელი წყლის მოწესრიგება |
6 | ზემო გურგენიანი | 15149 | გარე განათების მოწყობა | |
7 | ქვემო გურგენიანი | 15089 | სასმელი წყლის რეაბილიტაცია | |
8 | განათლება | 8277 | გარე განათების მოწყობა | |
9 | გელათი | 8467 | სარიტუალო დარბაზის დასრულება | |
10 | ხიზა | 5966 | მინი სტადიონის რეაბილიტაცია | |
11 | ხიზაბავრა | 6026 | სარიტუალო ფარდულის დასრულება | |
12 | ცოდნისკარი | ცოდნისკარი | 29300 | საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია |
13 | თელა | 28049 | სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია (ნაწილობრივ ახლის მოწყობა) | |
14 | დავითიანი | 15506 | გარე განათების მოწყობა | |
15 | ჩადუნიანი/წიფლისწყარო | 34491 | საბავშო ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია | |
16 | შეერთება | 12778 | სარწყავი არხის მოწყობა. | |
17 | ვარდისუბანი | ვარდისუბანი | 30384 | მინი სტადიონის მოწყობა |
18 | სვიდება | 8694 | მინი სტადიონის მოწყობა | |
19 | მშვიდობიანი | 15649 | გარე განათების მოწყობა | |
20 | საქობო | 16471 | მე-4 ქუჩაზე სანიაღვრე არხის დასრულება | |
21 | ჭიაური | ჭიაური | 27608 | შიდა გზების რეაბილიტაცია |
22 | წითელგორი | 6383 | სტადიონის კეთილმოწყობა | |
23 | თამარიანი | 4160 | საბავშვო ბაღის გაზიფიცირება | |
24 | თამარიანი | 14682 | საბავშვო ბაღის ნაწილობრივ რეაბილიტაცია | |
25 | ჰერეთისკარი | 15888 | შიდა გზების რეაბილიტაცია | |
26 | კართუბანი | კართუბანი | 30000 | ჭაბურღილის მოწყობა მამუკა ნოზაძის ქ. |
27 | კართუბანი | 9404 | სანიაღვრე არხის მოწყობა | |
28 | ბოლოკიანი | 18080 | სავარგულებთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია | |
29 | ნაწისქვილარი | 17663 | სანიაღვრე არხის მოწყობა | |
30 | ნაინდროვალი | 4906 | შიდა გზების რეაბილიტაცია | |
31 | ბაისუბანი | ბაისუბანი | 26393 | საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია |
32 | პატარაგორი | 14672 | შიდა გზების რეაბილიტაცია | |
33 | ზემო მსხალგორი | 15745 | შიდა გზების რეაბილიტაცია | |
34 | ქვემო მსხალგორი | 15387 | შიდა გზების რეაბილიტაცია | |
35 | კაბალი | კაბალი | 49860 | გარე განათების მოწყობა |
36 | კაბალი | 17091 | შიდა გზების რეაბილიტაცია | |
37 | ყარაჯალა | 24576 | გარე განათების მოწყობა | |
38 | ყარაჯალა | 20761 | შიდა გზების რეაბილიტაცია | |
39 | განჯალა | 44468 | შიდა გზების რეაბილიტაცია (ნაწილობრივ ასფალტო-ბეტონით) | |
40 | უზუნთალა | 33522 | გარე განათების მოწყობა | |
41 | უზუნთალა | 7216 | შიდა გზების რეაბილიტაცია | |
42 | ფონა | ზემო ფონა | 5239 | გარე განათების მოწყობა |
43 | ქვემო ფონა | 1499 | გარე განათების მოწყობა | |
44 | ქვემო ფონა | 6527 | სასფლაოს შემოღობვა | |
45 | ზემო ხეჩილი | 5418 | გარე განათების მოწყობა | |
46 | ქვემო ხეჩილი | 5549 | გარე განათების მოწყობა | |
47 | დონა | 5299 | გარე განათების მოწყობა | |
48 | გიორგეთი | გიორგეთი | 17710 | სტადიონის რეაბილიტაცია |
49 | ლაფნიანი | 5894 | სკვერის მოწყობა | |
50 | ფიჩხიბოგირი | 5716 | შიდა გზების რეაბილიტაცია | |
51 | ვერხვისმინდორი | 8217 | სავარგულებთან მისასვლელი საცალფეხო ხიდების მოწყობა | |
52 | გუჯარეთი | 4548 | სკვერის მოწყობა | |
53 | აფენი | აფენი | 39487 | შიდა გზის რეაბილიტაცია ასფალტო ბეტონოთ (ახალ სასფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია) |
54 | ქვემო ნაშოვარი | 15006 | შიდა გზების რეაბილიტაცია | |
55 | ზემო ნაშოვარი | 9659 | შიდა გზების რეაბილიტაცია | |
56 | ფოდაანი | 18068 | სავარგულებთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია | |
57 | ჭაბუკიანი | 17961 | სოფ.ჭაბუკიანი-ანანაურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია | |
58 | ონანაური | 15494 | შიდა გზების რეაბილიტაცია | |
59 | ბაღდადი | 9742 | სოფ.ბაღდათი-აფენის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია | |
60 | გვიმრიანი | 13147 | სავარგულებთან მისასვლე გზის რეაბილიტაცია | |
61 | არეშფერანი | არეშფერანი | 8598 | გარე განათების მოწყობა |
62 | ქევხიანი | 5668 | შიდა გზების რეაბილიტაცია | |
63 | ხოშატიანი | 5501 | ; | |
64 | ზემო ბოლქვი | 5187 | გარე განათების მოწყობა | |
65 | ზემო ბოლქვი | 3459 | შიდა გზები რეაბილიტაცია | |
66 | ქვემო ბოლქვი | 6383 | სასმელი წყლის რეაბილიტაცია | |
67 | ლელიანი | ლელიანი/ქალქვა | 26702 | საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია |
68 | ბებურიანი | 13363 | სასაფლაოს ტერიტორიის კეთილმოწყობა | |
69 | ბებურიანი | 2000 | სტადიონზე განათების მოწყობა | |
70 | მირსკისეული | 7899 | სასმელი წყლის რეაბილიტაცია | |
71 | მირსკისეული | 7500 | შიდა გზების რეაბილიტაცია | |
72 | აბაშისწილი | 15852 | სტადიონის მოწყობა | |
73 | ბალთა | 5668 | სავარგულებთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია | |
74 | ნამესრალი | 5048 | სკვერის მოწყობა | |
ჯამი | 1087812 |
|
ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულია 27 ინფრასტრუქტურული პროექტი (დანართი 3).
# | ტერიტორიული ორგანო | პროექტის დასახელება | კატეგორია | გამოყოფილი თანხა |
2 | მაწიმი | სოფ. რაჭისუბნის გზების მოსწორება მოასფალტება | გზა | 15000 |
3 | ლაგოდეხი | ქ. ლაგოდეხის N2 საბავშვო ბაღის სახურავის რემონტი კანალიზაცია | საბავშვო ბაღი | 30000 |
5 | ქ. ლაგოდეხის კულტურის სახლის მდგრადობაზე ექსპერტიზა | რემონტი | 21000 | |
7 | ქ. ლაგოდეხში კუდიგორის ქუჩაზე სათამაშო მოედნის რეაბილიტაცია | სტადიონი | 23030 | |
9 | ქ.ლაგოდეხში მუსიკალური სკოლის რაბილიტაცია | რემონტი | 18000 | |
10 | ქ.ლაგოდეხში წმ.ნინოს ქუჩაზე N38ა კორპუსის საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება | საკანალიზაციო სისტენა | 8000 | |
11 | ქ.ლაგოდეხში წმ.ნინოს ქუჩაზე N38ა კორპუსის სასმელი წყლის მაგისტრალის რეაბილიტაცია | წყლის სისტემა | 510 | |
12 | ლაგოდეხი. ქალაქის ცენტრში საზოგადოებრივი საპირფარეშო | რემონტი | 3000 | |
13 | შრომა | სოფ.შრომის საბ. ბაღის შენობის რემონტი, (ღობის და იატაკის შეკეთება) | საბავშვო ბაღი | 15000 |
14 | სოფ.კავშირში გარე განათება | გარე განათება | 5000 | |
15 | სოფ.კავშირში საბავშვო ბაღის ნაწილობრივ რეაბილიტაცია | საბავშვო ბაღი | 19100 | |
16 | სოფ. შრომაში კავკასიონის ქუჩაზე სანიაღვრე არხების მოწყობა | სანიაღვრე | 10000 | |
17 | ნინიგორი | სოფ. ზემო გურგენიანის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია | ბაღი | 38000 |
18 | ცოდნისკარი | სოფ. ცოდნისკარის გარე განათება (1.2 კუჩებზე) | გარე განათება | 7500 |
19 | სოფ.წიფლისწყაროზე სასმელი წყლის მაგისტრალში ჩაშვება | წყალი | 30000 | |
20 | ვარდისუბანი | სოფ.მშვიდობიანში ჭაბურღილის მოწყობა | წყალი | 30000 |
21 | გიორგეთი | გიორგეთი სანიაღვრე არხის მოწყობა | სანიაღვრე | 6000 |
22 | ბაისუბანი | სოფ.ბაისუბანი სირაჩხანას უბანში გარე განათება | გარე განათება | 8000 |
23 | აფენი | სოფ.აფენი მერმანიშვილის უბანი გარე განათება | გარე განათება | 10000 |
24 | ლელიანი | სოფ.ქალქვა სტადიონის მოწყობა | სტადიონი | 10000 |
25 | ჭიაური | სოფ. ჰერეთისკარი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია | საბავშვო ბაღი | 3900 |
26 | ჭიაური | ჭიაურში სანიაღვრე არხის მოწყობა | სანიაღვრე | 4000 |
27 | კაბალი | სოფლის სახლის გარეტერიტორიის მოწყობა | მშენებლობა | 65000 |
ჯამი |
380.040 |
7. მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამგებლის მიერ ინიციირებული საკითხები
მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საკრებულოში ინიცირებული იქნა სხვადასხვა პროექტები, კერძოდ: სტრუქტურული ერთეულების დებულებები და მათში განსახორციელებელი ცვლილებები, ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებები, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა და მასში განსახორციელებელი ცვლილებები, პროექტები ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე, ზოგიერთი ნორმატიული აქტის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით განსახორციელებელი ცვლილების ახალი პროექტები. ახალი ნორმატიული აქტების პროექტები.
ასევე ინიციირებული იქნა პროექტები გამგებლისათვის სხვადასხვა საკითხზე თანხმობის მიცემის თაობაზე.
ინიციირებული საკითხებიდან მიღებულ იქნა 43 ნორმატიული აქტი (დადგენილება),27 ინდივიდუალულ სამართლებრივი აქტი (განკარგულება).
8. მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საანგარიშო პერიოდში გამოცემული იქნა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები - სულ 1694 (ბრძანება).
9. მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საანგარიშო პერიოდში დადებული ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების რაოდენობა: 304 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, 2 მემორანდუმი.
10. მოქალაქეებთან შეხვედრების რაოდენობა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ სამუშაოებთან დაკავშირებით ჩატარდა 74 შეხვედრა. შეხვედრებს დაესწრო 2000-მდე ადამიანი. მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოსახლეობის ანგარიშვალდებულების მიზნით შეხვედრები მოაწყო სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულებში, რომელსაც დაესწრო 3000-მდე ადამიანი.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა 2015 წელს 500-მდე მოქალაქე მიიღო.
11. მოქალაქეთა პრობლემებზე გამგებლის მიერ რეაგირების ფორმები (მათ შორის დადებითად
გადაწყვეტილი საკითხები).
2015 წელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სამხარეო ადმინისტრაციიდან შემოსულია 267 წერილი, აქედან შესრულებულია 266 წერილი, რაიონული ორგანიზაციებიდან შემოვიდა 3188 წერილი, შესრულებულია 3167 წერილი, შესრულების პროცესშია 21 წერილი, სხვადასხვა სამინისტროდან შემოვიდა 511 წერილი, აქედან შესრულდა 505 წერილი;
- შემოსულია მოქალაქეთა განცხადება 3142, აქედან პასუხი გაცემული აქვს 3107 განცხადებას, განხილვის პროცესშია 35 განცხადება;
- ადმინისტრაციულ სამსახურს გადაეცა 47 წერილი, პასუხი გაცემული აქვს 47 წერილს;
- საფინანსო სამსახურს გადაეცა 650 წერილი, პასუხი გაცემული აქვს 637 წერილს, შესწავლის პროცესშია 13 წერილი ;
- ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურს გადაეცა 1155 წერილი, პასუხი გაცემული აქვს 1153 წერილს, შესწავლის პროცესშია 2 წერილი;
- ზედამხედველობის სამსახურს გადაეცა 785 წერილი, პასუხი გაცემული აქვს 757 წერილს, შესწავლის პროცესშია 28 წერილი;
- იურიდიულ სამსახურს დაეწერა 939 წერილი, აქედან 76 განცხადება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ, პასუხი გაცემულია სრულად.
- ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილებას დაეწერა 2081 წერილი, დაკმაყოფილდა 1741 მოქალაქის განცხადება უარი ეთქვა 340, განხხილვაშია 17 განცხადება.
I2. მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული სხვა საქმიანობა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,კულტურის ცენტრში’’ გაერთიანებული სტრუქტურული სამსახურები /ლაგოდეხის სახალხო თეატრი, თოჯინების სახალხო თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ბავშვთა თვითშემოქმედებითი - საესტრადო, ფოლკლორული, ქორეოგრაფიული და სახელოვნებო სტუდიები/ მუშაობას წარმართავენ გეგმაზომიერად, სახელოვნებო-საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, სკოლისგარეშე კულტსაგანმანათლებლო მუშაობა, ახალგაზრდობის დაინტერესება და მათ მუშაობაში აქტიური ჩართულობა.
მიმდინარე წლის განმავლობაში ჩატარდა თითქმის ყველა გეგმიური და საზეიმო ღონისძიება, მოქმედი ფოლკლორული, ქორეოგრაფიული, საესტრადო ანსამბლების, შემოქმედებითი ჯგუფების, სახელოვნებო სკოლებისა და მიზნობრივად მონათესავე კულტსაგანმანათლებლო ორგანიზაციების თანამონაწილეობით.
2015 წლის 7 მარტს ქ. თბილისში კომპანია ,,Team travel“ -ის ორგანიზებით ,, ART-HOLL“ - ის საკონცერტო დარბაზში ჩატარდა საგაზაფხულო ფესტივალი, მასში მონაწილეობა მიიღო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ,,კულტურის ცენტრთან“ არსებულმა ანსამბლმა ,,გრაალმა".
ანსამბლი წარმატებული გამოსვლისთვის დაჯილდოვდა დიპლომებითა და სამკერდე ნიშნებით.
საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის ორგანიზატორობით 2015 წლის 2-10 ივლისს ქ. ქობულეთში ჩატარდა ფოლკლორის (ქორეოგრაფიული) საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი „კავკასია-2015“.
ფესტივალში მონაწილეობდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ,,კულტურის ცენტრთან’’ არსებული ბავშვთა ქორეოგრფიული ანსამბლი „ჰერეთი“ კახა კობახიძის ხელმძღვანელობით.
6 ოქტომბერს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ,,კულტურის ცენტრთან’’ არსებულმა სახალხო დრამატული თეატრის დასმა, დამსწრე საზოგადებას წარუდგინა პრემიერა,
რაფიელ ერისთავის პიესა ,,ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს’’. რეჟისორი: გივი ჯიბლაძე.
2015 წლის 13 ოქტომბერს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ,, კულტურის ცენტრის" ორგანიზებით, ჩატარდა პოეზიის საღამო. ახალგაზრდა პოეტებმა: როინ აბუსელიძემ, გენრი დოლიძემ და ზაზა სუყაშვილმა საზოგადოებას გააცნეს საკუთარი შემოქმედება. პოეზიის საღამოზე რამდენიმე ლექსი წაიკითხეს ადგილობრივმა ახალგაზრდა დამწყებმა პოეტებმა: მარიამ კახნიაშვილმა და ტატო ხარატიშვილმა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არსებულ 63 სოფელს და დასახლებულ პუნქტს ემსახურება 8 ბიბლიოთეკა : ლაგოდეხის ცენტრალური ბიბლიოეკა, საბავშვო ბიბლიოთეკა, 6 სასოფლო ბიბლიოთეკა.
საანგარიშო პერიოდში ბიბლიოთეკები მოემსახურნენ 3300 მკითხველს და გასცეს მათზე 42210 წიგნი და ჟურნალ-გაზეთი. მათ შორის ბიბლიოთეკებში არსებულ მკითხველთა სოციალურ ჯგუფებზე.
თემატური კარტოთეკები ივსება ახალი მასალებით.
მოწყობილია 17 გამოფენა სხვადასხვა აქტუალურ თემებზე : 1.შემეცნებითი ლიტერატურა, 2.ახალი წიგნები. 3.იაკობ გოგებაშვილი 175 წლისთავი. 4.ბესარიონ გაბაშვილი 265 წლისთავი. 5. დავით გურამიშვილი 310 წლისთავი და სხვა... სხვადასხვა საშუალებებით ხდება ახლადმიღებული ლიტერატურის შესახებ ინფორმაციის მიტანა მკითხველამდე.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრმა“ განახორციელა შემდეგი აქტივობები: მოძიებულ იქნა ინფორმაცია და ფოტომასალა, რომელიც დამუშავდა და გამოიცა 2015 წლის კალენდარი.
„ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრმა" გამართა შეხვედრა კერძო და საოჯახო სასტუმროების მფლობელებთან. შეხვედრაზე მოეწყო სარეკლამო-საინფორმაციო სტენდის პრეზენტაცია და გაიმართა დისკუსია ტურიზმთან დაკავშირებულ თემებზე.
მოეწყო გასვლითი აქციები ტურისტების მოზიდვის მიზნით. მათ შორის: სიღნაღში, თელავში, ყვარელში, თბილისში, მცხეთაში, ანანურში და სხვა.
ტურისტულმა ცენტრმა დაამზადა სარეკლამო-საინფორმაციო სტენდები საოჯახო და კერძო სასტუმროებისათვის, აღნიშნული სტენდები დროებით სარგებლობაში გადაეცათ სასტუმროებს. სტენდზე განთავსდა ტურისტებისათვის საჭირო საინფორმაციო მასალა და კითხვარები.
ასევე დაიბეჭდა სხვადასხვა ტურისტული ინფორმაციის შემცველი ახალი დიზაინის ტრიპლეტები, ფლაერები საოჯახო სასტუმროების შესახებ (სამ ენაზე - ქართული, რუსული და ინგლისური). განახლდა ბროშურა ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლების შესახებ (სამ ენაზე - ქართული, რუსული და ინგლისური) და სხვა.
ჩატარდა ღონისძიება „ინფო-ტური 2015“, სადაც მოწვეულნი იყვნენ სხვადასხვა ტურისტული კომპანიებისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი სასტუმროების წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა. ინფო ტურის ძირითადი მიზანი იყო ლაგოდეხის ტურისტული პოტენციალის გაცნობა და პოპულარიზაცია, აგეთვე ახალი კონტაქტების შეძენა, თანამშრომლობა და სხვა. ინფოტურის ფარგლებში მოეწყო ლაშქრობა მაჭის ციხეზე.
„ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრის" ორგანიზაბით კომპანია KMS Georgia-მ ჩაატარა უფასო ტრეინინგები ადგილობრივი საოჯახო სასტუმროებისა და კვების ობიექტებისათვის სერვისის გაუმჯობესების მიზნით.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური წარმოადგენს იმუნოპროფილაქტიკური მართვის მეორე დონეს, სადაც ხდება რაიონის იმუნიპროფილაქტიკური მდგომარეობის ანგარიშიების შეჯამება, ანალიზი და გადაწყვეტილებების მიღება სამიზნე კონტიგენტის ვაქცინაციით მართვადი დაავადებებისაგან დაცვის გაძლიერების მიზნით.
- საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური აწარმოებს ვაქცინებით მომარაგებას, მათ შენახვას და გაცემას რაიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებზე ( 14 საექიმო ამბულატორია და ,, არქიმედეს“ კლინიკა)
მიმდინარე წლის საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე მთელი ქვექნის მასშტაბით გაგრძელდა გეგმიური იმუნოპროფილაქტიკა -14 წლის და 30 წლამდე ასაკის კონტიგენტისა, აცრის სტატუსის მიუხედავად.
მიმდინარე წელს არაგეგმიური წ.წ.ყ-თი აიცრა 251 ადამიანი. გამოკვლეული იქნა 359 ორსული, ბ ჰეპატიტზე, შიდსზე, და სიფილისზე. გამოკვლევის შედეგად გამოვლინებული იქნა ,,ბ“-ჰეპატიტის 18 შემთხვევა. რეგისტრირებულია ტუბერკულოზის 32 შემთხვევა. მ. შ. მგბ (+ )16 მგბ( - )16 ეპიდკვლევა ჩაუტარდა და გამოკვლეული იქნა - 75 კონტაქტი. მიმდინარე წელს დაფიქსირდა ბრუცელოზის --15 შეთხვევა, ჩატარებულია ეპიდკვლევა. დაავადების მიზეზი არის თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცი და რძის პროდუქტები.
საანგარიშო პერიოდში დაკბენილია 838 ადამიანი. ვაქცინაციის სრული კურსი ჩაუტარდა - 122, არასრული--720 გაიხარჯა 2512 ანტირაბიული ვაქცინა და 136 დოზა იმუნოგლობულინი. მიმდინარე წლის განმავლობაში მალარიაზე გამოკვლეულია 136 სისხლის სქელი წვეთი და ნაცხი. ჩატარებულია წყალსატევების პასპორტიზაცია. სანიტარული ზედამხედველობის კუთხით მონიტორინგი ჩატარდა სკოლამდელი აღზრდისა და სასკოლო დაწესებულებაში. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა რამოდენიმე ბაღის სან. ტექნიკური მდგომარეობა.
მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მოძიებული ნიჭიერი ბავშვები აქტიურ მონაწილეობას იღებენ ,,მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლთან მოქმედ პროექტებში : ,,ლიდერთა სკოლა ‘’ , ,,ქართული ფოლკლორი ‘’, ,,სახალისო მათემატიკა ‘’, ,,საბავშვო ტურიზმი », ,,ნორჩ მხარეთმცოდნეთა », ,,ნორჩ ინტელექტთა ‘’, ,,კომპიუტერი თანამედროვე ოფისში ‘’, ,,ნორჩი გიდები’’ და მინი პროექტები : ,,მხიარული სტარტები ‘’, ,,რა, სად, როდის ? ‘’, ,,ყველაზე ჭკვიანი ‘’, ,,რა ვიცი ჩემი მუნიციპალიტეტის შესახებ”, ,,წმინდა მამათა ნაკვალევზე ‘’, ,,ჩემი გუნდი ‘’, ,,გოგონები და ბიჭები ‘’, ,,ნორჩი პოეტები” ,,ეტალონი’’და სხვა. . . განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოსწავლე–ახალგაზრდობის შემოქმედებით აღზრდას, რომლის შედეგები აისახება სასწავლო–შემოქმედებით როგორც რაიონულ, ისე ეროვნულ სასახლეში ჩატარებულ კონფერენციებში.
მიმდინარე სასწავლო წელს ჩატარდა მოსწავლეთა 69-ე სასწავლო შემოქმედებითი კონფერენცია.მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიდან და მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლში მოქმედი პროექტებიდან შემოვიდა 50 თემა : ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის, შემოქმედ მოსწავლეთა, საქართველოს ისტორიის, მათემატიკის, ფიზიკის, ფსიქოლოგიის, ბავშვთა უფლებათა დაცვის, საერთაშორისო ურთიერთობების, უცხო ენის, სპორტის, ტურიზმისა და მთამსვლელობის, ხელოვნებათმცოდნეობის, კინო და ფოტო სექციებში. მათგან სასწავლო–შემოქმედებით რაიონულ კომიტეტში შეირჩა 34 თემა, რომელთაგანაც 3 თემა დაჯილდოებული იქნა პირველი ხარისხის დიპლომით, 10 – მეორე ხარისხის დიპლომით, 20– სიგელით, მადლობის ფურცელი გადაეცა თემის ხელმძღვანელ 4 პედაგოგს, ერთი პედაგოგი დაჯილდოვდა სიგელით წარმატებული და ნაყოფიერი მუშაობისათვის.
2015 წლის თებერვალში, საქართველოს ,, ხელოვანთა კავშირი ხელოვნების მომავლისათვის’’, კლასიკური მუსიკის ( ხელოვნების ) მერვე რესპუბლიკური და მეოთხე საერთაშორისო კონკურსი- ფესტივალი ,, მომავლის ვარსკვლავები 2015-ის’’ პირველი ტური ჩატადა გურჯაანის რაიონის სოფ. ველისციხეში, სადაც მიიღეს მონაწილეობა ქალაქ ლაგოდეხის სახელოვნებო სკოლისა და სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა. გაიმარჯვეს და გადავიდნენ მეორე ტურში. მეორე ტური ჩატარდა 27 მარტს ქალაქ თბილისის მეოთხე სამუსიკო სასწავლებელში, რის შედეგადაც დასკვნით ტურში გადავიდნენ: მეშვიდე კლასის მოსწავლე ცაგო კაპანაძე და ბიჭუნათა ვოკალური ანსამბლი, რომელიც ჩატარდა 14 მაისს ქალაქ თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში. დაჯილდოვდნენ სიგელებით და დაიმსახურეს ლაურეატის წოდება. ასევე დაჯილდოვდნენ სიგელებით სამუსიკო სკოლის პედაგოგები და სამუსიკო სკოლა.
მუსიკალურ სკოლასთან არსებული ბიჭუნათა ვოკალური ანსამბლი მოხვდა იმ გამორჩეულ ლაურეატთა რიცხვში, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა საერთაშორისო კონკურსში, რომელიც ჩატარდა 2015 წლის სექტემბერში ქ.მარმარისში თურქეთის მთავრობისა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. კონკურსს ხელმძღვანელობდა მსოფლიოს ყველაზე ცნობილი და წარმატებული მუსიკოსებისაგან დაკომპლექტებული საერთაშორისო ჟიური. ამ კონკურსზე ანსამბლს, პედაგოგს და კონცერტმეისტერს მიენიჭათ საერთაშორისო სერთიფიკატები და ლაურეატის წოდება, ხოლო სკოლა დაჯილდოვდა სპეციალური პრიზით. ბიჭუნათა ანსამბლი ამ კონკურსზე მოხვდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელების მხარდაჭერით, რომლებმაც დააფინანსეს ეს ტური.
2015 წლის 4-13 მარტს ყველა საბავშო ბაღში ჩატარდა დედის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი.
2015 წლის 17 მარტს ლაგოდეხის #2 ბაგა-ბაღში ჩატარდა კონფერენცია ,,ვისაუბროთ გულახდილად“, რომელშიც მონაწილეობდნენ, როგორც ბაგა-ბაღის თანამშრომლები ასევე აღსაზრდელთა მშობლები.
2015 წლის 18-19-20 მარტს ყველა ბაღის აღმზრდელ-მასწავლებლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე ,,საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამების დანერგვა“.
2015 წლის აპრილ მაისის თვეში ჩატარდა ყველა ბაღში ღია მეცადინეობები.
2015 წლის აპრილი, მაისი, ივნისის თვეში ყველა ბაღში გამოცხადდა ღია კარის დღეები, სადაც ესწრებოდნენ აღსაზრდელთა მშობლები და დაინტერესებული პირები.
2015 წლის 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთარიშო დღისათვის ყველა საბავშვო ბაგა - ბაღში მოწესრიგდა სათამაშო ატრაქციონები და ჩატარდა ღებვითი სამუშაოები, სადაც მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არსებული 29 საბავშვო დაწესებულება გალამაზებული ეზოებით და მოწესრიგებული ატრაქციონებით აგრძელებს მუშაობას.
30 საბავშვო ბაღში ფუნქციონირებს 65 სააღმზრდელო ჯგუფი, ჩარიცხულია 1659 აღსაზრდელი, დასაქმებულია 353 პიროვნება.
სასწავლო წლის დაწყება გარემონტებულ შენობებში იზეიმა სოფ. ცოდნისკარის, სოფ. მაწიმის, სოფ. კავშრის, სოფ. ჩადუნიანის, სოფ. თამარიანის, სოფ. ბაისუბნის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა და მოსახლეობამ, კერძოდ ყველა ამ საბავშვო ბაღში კეთილმოეწყო სველი წერტილები, სამზარეულოები. სოფ. მაწიმის, სოფ. ჩადუნიანის, სოფ. ნინიგორის, სოფ. გურგენიანის, სოფ. ლელიანის #2 საბავშვო ბაღის შენობებს ჩაუტარდათ სრული რეაბილიტაცია. სოფ. ლელიანის #1 ბაგა-ბაღის შენობას შეეცვალა სახურავი. დაზიანებული წყლის სისტემები შეუკეთდა სოფ. ჰერეთისკარის, სოფ. თელის, სოფ. არეშფერანის, ქ. ლაგოდეხის #2, სოფ. ვარდისუბნის, სოფ. ჭიაურის საბავშვო ბაღებს.
სურსათის უვნებლობის სამსახურის აქტის საფუძველზე გაერთიანებამ თავისი სახსრებით ყველა საბავშვო ბაღისათვის შეიძინა სადეზინფექციო ხსნარი ,,ლიზოფორმინ სპეციალი“ რომელიც რეკომენდირებულია საბავშვო ბაღებისათვის ამისატვის დაიხარჯა 1771 ლარი.
- წარმატებით დაასრულეს თბილისის ღია ჩემპიონატი ლაგოდეხელმა მოკრივეებმა. 13, 14 და 15 თებერვალს ძალოსნებმა სხვადასხვა წონით კატეგორიებში რინგზე 1 პირველი, 3 მეორე და 4 მესამე ადგილი მოიპოვეს.
ლაგოდეხის ნაკრებს შეჯიბრში აქტიური მონაწილეობისთვის, კრივის ფედერაციამ, სპეციალური თასი გადასცა.
4 აპრილს ლაგოდეხის „რანი“ და თბილისის „ნორჩი დინამოს“ შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა ფეხბურთში. ანგარიში ფრე 1:1 დასრულდა.
ქალაქ ლაგოდეხში მდებარე კალათბურთის მოედანს, სარემონტო და აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა. სამუშაოები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრმა განახორციელა. 27 აგვისტოს ლაგოდეხში ჩატარდა კახეთის ჩემპიონატი ქუჩის კალათბურთში ჩემპიონატში მონაწილეობა კახეთის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამუსულმა და ადგილობრივმა 20-მა გუნდმა მიიღო.
19 სექტემბერს ლაგოდეხში რანის სტადიონზე „ბალიშების ფესტივალი-2015“ ჩატარდა.
აღნიშნული ფესტივალი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის, ასევე საინიციატივო ჯგუფის, „ლაგოდეხის კრეატიული ახალგაზრდობის“ ერთობლივი პროექტია.
28 სექტემბერს დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის საკონფერენციო დარბაზში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის 2016-2020 წლის სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია გაიმართა.