ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის სხდომა
ოთხშაბათს,29 ივნისს, 12:00 საათზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართება ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის სხდომა.
დღის წესრიგი:
1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
(მიეცეს თანხმობა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ. ლაგოდეხში, ზაქათლის ქუჩაზე მდებარე (საკადასტრო კოდი:N54.01.56.222) ორსართულიან შენობაში (ყოფილი N2 საშუალო სკოლა) პირველ სართულზე არსებული სართულის-48.36 კვ.მ, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, არსებობის ვადით, გადასცეს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სატრენინგო სივრცის მოსაწყობად).
/მომხს: ივ.წიქარიშვილი, ო. შველიძე/
2. ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 13 მაისის №14 -ი განკარგულების დანართში ცვლილების შეტანის შესახებ. /მომხს: ივ.წიქარიშვილი, ო. შველიძე/