ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია
საჯარო ინფორმაცია
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკუთრების უფლების რეგისტრაცია ხორცილდება იუსტიციის სახლში ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.
რეგისტრაციისთვის წარადგინეთ შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება (ელექტრონული განცხადება ივსება საბუთების მიმღები ოპერატორის მიერ);
- წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დამფუძნებელი კრების ოქმი დამოწმებული სათანადო წესით;
- ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი დამოწმებული სათანადო წესით, სადაც აღნიშნული იქნება კრებაზე დამსწრე წევრთა რაოდენობა, კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება (ხმათა რაოდენობის მითითებით), კრების თავმჯდომარის ხელმოწერა;
- სარეგისტრაციო ფართის აზომვითი ნახაზი;
- იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმა;
- საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მისი ელექტრონული ვერსია;
- ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ გაცემული ცნობა-დახასიათება ან/და საინვენტარიზაციო გეგმა (აღნიშნულ დოკუმენტს საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან ითხოვს სარეგისტრაციო სამსახური);
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე დაინტერესებული პირის წარმომადგენელია, დამატებით უნდა წარმოადგინოს, სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმნეტი.
შენიშვნა: მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია იუსტიციის სახლში.