ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება

II რანგი - საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი/განყოფილების უფროსი (კოორდინატორი) ნატო ბატიაშვილი - 599856247


 

ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განმახორციელებელი სოციალური მუშაკების ქსელის შექმნას და მათი სამოქმედო უბნების განსაზღვრას;

ბ) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განსახორციელებლად შესაბამის დაწესებულებებთან კოორდინირებული მუშაობას;

გ) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაციას;

დ) სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობას როგორც ქვეყანაში, ისე მისი ფარგლების გარეთ;

ე) ბავშვის უფლებების დაცვის მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მიზნით შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის, რეგისტრაციისა და სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრის პროცესის უზრუნველყოფას;

ვ) დამტკიცებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოებას;

ზ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას და წარმოებას;

თ) ბავშვთა უფლებათა კოდექსითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას, სახდელის შეფარდებას ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნას;

ი) საქართველოს კანონის „ბავშვთა უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას;

კ) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და ბავშვისა და ოჯახის მხარდა ჭერის ღონისძიების განხორციელების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციით, ასევე ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

სამსახურის დებულება

გააზიარე