ვაკანსია
,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბაბისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (WWW.HR.GOV.GE) მეშვეობით, მიმდინარე წლის 8 ივლისიდან, აცხადებს ღია კონკურსს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ადმინისტრაციული განყოფილების III რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის-რეფერენტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. განცხადებები მიიღება მიმდინარე წლის 12 ივლისის ჩათვლით.
კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ საკონკურსო კომისიას შემდეგ მისამართზე:
ქ. ლაგოდეხი, ქიზიის ქუჩა #25(ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო) ან დაუკავშირდნენ საკონტაქტო პირს, ტელეფონის ნომერზე: 599 85 66 43- ნონა ჭაბაშვილი.