ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სტიქიური და სხვა მოვლენების პრევენციის განყოფილება

სტიქიური და სხვა მოვლენების პრევენციის განყოფილება უზრუნველყოფს:
•    სტიქიური ან სხვა მოვლენების უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი ინფორმაციის მიღება - დამუშავებას;
•    დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობას;
•    სტიქიური ან სხვა მოვლენების უსაფრთხოების პრევენციის დაგეგმვასა და განხორციელებას;
•    სტიქიური ან სხვა მოვლენების დროს ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზებასა და განხორციელებას;
•    სტიქიური ან სხვა მოვლენების პრევენციის მიზნით ღვარცოფული მდინარეებისა და არხების გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებას;
•    მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

სტიქიური და სხვა მოვლენების პრევენციის განყოფილება  ექვემდებარება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურს. 

სამსახურის დებულება

გააზიარე