ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოფელ კართუბანს განახლებული საფეხბურთო მოედანი აქვს

15 ივნისი, 2018

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, სოფლის მოედანის განახლების პროგრამის ფარგლებში სოფელ კართუბნის მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მოედნი ახალი ღობით შემოიღობა, დამონტაჟდა ახალი კარი. ბადეები და ბანერი. მოეწყო დასაჯდომი სკამები. რეაბილიტირებული სტადიონი  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მუნიციპალიტეტის მერთან ჯონდო მდივნიშვილთან და  ხელმძღვანელ პირებთან ერთად  გახსნა .დღესვე კართუბნის სტადიონზე ამხანაგური მატჩი გაიმართა ერთმანეთის პირისპირ ადგილობრივი ფეხბურთის მოყვარულები და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები  წარსდგნენ. ორთაბრძოლა ადგილობრივების გამარჯვებით დასრულდა .სოფლის ღირსებას კართუბნელებთან ერთად პარლამენტის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურია იცავდა.

ფოტო ალბომი

გააზიარე