ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოფელ გიორგეთში "ჯიმშერობა" აღნიშნეს!

30 May, 2018

 

 

 

 

 

 

ლეგენდარული პილოტის ჯიმშერ მაისურაძის მშობლიურ სოფელ გიორგეთში , სოფლის დღეობა "ჯიმშერობა" აღნიშნეს. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ კახა ჯამბურიამ და წარმომადგენლობითი ორგანოს თანამდებობის პირებმა ლეგენდარული მფრინავის საფლავი მოინახულეს და პატივი მიაგეს . სოფელ გიორგეთში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებები მიმდინარეობდა, რომელსაც ადგილობრივებთან ერთად მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა დაესწრო. ჯიმი მაისურაძე ავღანეთში, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში იბრძოდა. 1992 წლის 26 დეკემბერს ქართველი სამხედრო პილოტის ვერტმფრენი მოწინააღმდეგე დესანტმა რაკეტით აფხაზეთში ჩამოაგდო. სიკვდილის შემდეგ ჯიმშერ მაისურაძეს ერონული გმირის წოდება და ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა. "ჯიმშერობა" სოფელ გიორგეთში ტრადიციულად ყოველ წელიწადს აღინიშნება და მას ორგანიზებას ა(ა)იპ კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი უწევს.

გააზიარე