სიფრაშვილების ექვსსულიანი ოჯახი ახალ წელს ახალ სახლში შეხვდებიან

29 დეკემბერი, 2016

სოფელ საქობოში მცხოვრებ სიფრაშვილების ექვსშვილიან ოჯახს ლაგოდეხის გამგეობამ საკუთარი სახლი შეუძინა. ახალი სახლის გასაღები სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს დღეს საზეიმოდ გადასცა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა  და მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ.   სახლის შეძენისათვის ლაგოდეხის გამგეობამ 10 ათასი ლარი გამოყო, რასაც დაემატა გასულ წელს გამგებლის ინიციტივით გახსნილ საბანკო ანგარიშზე მოქალაქეების მიერ ჩარიცხული 2 ათასი ლარის ოდენობის თანხაც. ბოლო წლების განმავლობაში სიფრაშვილების მრავალშვილიან ოჯახს მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამით არაერთხელ გამოეყო ფულადი დახმარება.  ექვსშვილიანი  ოჯახის  დასახმარებლად სოციალურ ქსელში,    მოქალაქის დარინა ჩაჩანიძის მირე  საქველმოქმედო კამპანიაც  წარმოებდა,  საიდანაც შემოსული თანხა  სოციალურად  დაუცველ ოჯახს მოხმარდა.

 

 


 

 

 

 

გააზიარე