შშმ პირების მქონე ბავშვებსსაახალწლო საჩუქრები გადაეცა.

27 დეკემბერი, 2017

საახალწლო საჩუქრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა, ლაგოდეხი-ყვარელის  მაჟორიტარმა დეპუტატმა  გურამ მაჭარაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ კახა ჯამბურიამ  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის ,,მომავლის იმედი“-ს ბენეფიციარებს  დამდეგი შობა–ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, მერია მაქსიმალურად ცდილობს  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს შეუქმნას საზეიმო განწყობა.  „თითოეული ჩვენგანი უნდა იყოს გარანტი იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის  არსებობდეს ღირსეული თანაცხოვრების გარემო", – აღნიშნა  ჯონდო მდივნიშვილმა.

ფოტო ალბომი

გააზიარე