ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შეხვედრა ახალგაზრდებთან

18 თებერვალი, 2019

რასამთავრობო ორგანიზაცია ,, „საქართველოს დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების““ წარმომადგენლები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი ღამბაშიძეს, ფრაქცია ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს ივანე ხაჩიძეს, მერიისა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლებს შეხვდნენ და ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები გააცნეს.

შეხვედრაზე ორგანიზაციის ერთ - ერთმა ხელმძღვანელმა გიგა გლუნჩაძემ ყურადღება გაამახვილა „საქართველოს დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“მიერ აქამდე განხორციელებულ პროექტებზე, რომელიც მისი თქმით მიზნად ისახავს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ინტეგრაციას, ასევე ქვეყნის მასშტაბით არსებული ტურისტული ზონების პოპულარიზაციას.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს დაგეგმილია ბანაკები საზღვარგარეთ, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სპეციალური კონკურსის შედეგად შერჩეული ახალგაზრდები. ბანაკების ერთ-ერთ მიზანს ევროპული გამოცდილების შესწავლა და მისი საქართველოში გამოყენება წარმოადგენს. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის პრიორიტეტული საკითხია ახალგაზრდული პოლიტიკა, ამდენად ისინი მაქსიმალურად ჩაერთვებიან როგორც „საქართველოს დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ მიერ დაგეგმილ პროექტებში, ასევე მიმდინარე წელს არაფორმალური განათლების მიმართულებით არაერთ ახალგაზრდულ პროექტს განახორციელებენ.

გააზიარე