ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სემეკის სხდომა

26 ნოემბერი, 2019

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ 317 აბონენტის მრიცხველზე დარიცხული თანხის ჩამოწერას მოახდენს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სისტემების მდგომარეობისა და სასმელი წყლის ხარისხის თაობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელა. სხდომას კომისიის წევრი დავით ნარმანია ხელმძღვანელობდა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის კახა ჯამბურიას თქმით, მოსახლეობა ლაგოდეხში სასმელი წყლის ხარისხს გაუმჯობესებას , მრიცხველზე დარიცხული თანხის განულების და წყალზე დაწესებული ახალი ტარიფის გადახედვას მოითხოვს. მისი თქმით, კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მოსახლეობისთვის 24 საათიანი, სასმელად ვარგისი წყლის მიწოდება. სხდომას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე , მუნიციპალიტეტის მერი, ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ წარმომადგენლები და ლაგოდეხში მცხოვრები მოქალაქეები დაესწრნენ. კომისიის წევრის დავით ნარმანიას თქმით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ლაგოდეხში სასმელი წლის ხარისხის გაუმჯობესების , მიწოდებისა და 317 აბონენტისთვის მრიცხველზე დარიცხული თანხის განულების რეკომენდაცია მისცა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ყველა აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას 10 დღის ვადაში გამოაცხადებს.

გააზიარე