ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სახელოვნებო სკოლას ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა

22 აგვისტო, 2017

ქ. ლაგოდეხის სახელოვნებო სკოლის ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.  შენობის პირველ და მეორე სართულზე გამოიცვალა  კარ-ფანჯარა და  გარემონტდა კოლიდორი, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა პედაგოგთა ოთახს. დასრულებული  სამუშაოები დღეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ვახტანგ სარალიძემ სახელოვნებო სკოლის ხელმძვანელთან ერთად დაათვალიერა. კახა ჯამბურიას  თქმით,   შენობის სრულ რეაბილიტაციას მუნიციპალიტეტი მომავალ წელს გეგმავს.

ფოტო ალბომი


გააზიარე