ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საკრებულოში მიწის ნორმატიულ ფასზე იმსჯელეს

7 თებერვალი, 2018

დღეს, სამუშაო შეხვედრაზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებმა, აპარატის წარმომადგენელმა და მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის სპეციალისტებმა მუნიციპალიტეტის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიულ ფასზე იმსჯელეს. როგორც სამუშაო შეხვედრაზე განმარტეს, წამომადგენლობითი ორგანო ვალდებულია ყოველი წლის არაუგვიანეს თებერვლის თვისა განსაზღვროს არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი. თუმცა მანამდე მერიის მერ მომზადებულ პროექტს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული, ქონების, ინფრასტრუქტურისა და საფინანსო კომისიები განიხილავენ. პროექტი მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერზე ( www.lagodekhi.gov.ge ) განთავსდება, რათა დაინტერესებულ პირებს მისი გაცნობის შესაძლებლობა მიეცეს.

გააზიარე