ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საკრებულოში მერიის ეკონომიკური სამსახურის ანგარიში მოისმინეს!

5 ივნისი, 2018

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიამ მერიის ეკონომიკის სამსახურის ანგარიში მოისმინა. ანგარიში მიხედვით ეკონომიკური სამსახურის ფუნქციონირების პერიოდში მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადაეცა სოფელ ბაღდადის ჭაბურღილი, ასევე სოფელ გურგენიანისა და ხიზის სასმელი წყლის სათავე-ნაგებობები, სადაც დაგეგმილია ამ სისტემების რეაბილიტაცია. სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ჯონდო კობერიძემ სამსახურის მიერ ბოლო 6 თვის განმავლობაში გაწეული სამუშაოების, მიმდინარე საქმიანობასა და დაგეგმილ პრიორიტეტებზე ისაუბრა.

გააზიარე