ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - გიორგი ღამბაშიძე ვიზიტით ფინეთის რესპუბლიკაში იმყოფება

14 ივნისი, 2018

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - გიორგი ღამბაშიძე ადგილობრივ თვითმმართველობას და ლაგოდეხის განვითარების ჯგუფის ( LAG-ს ) წევრ გიორგი სულამანიძესთან ერთად სამუშაო ვიზიტით ფინეთის რესპუბლიკის ქ. რაუმაში იმყოფება და LINC (Leader Inspired Network Community ) ევროპის განვითარების ჯგუფების საერთაშორისო კონფერენციას ესწრება. კონფერენციის მიზანია წარმოადგინოს LEADER მიდგომის შედეგები და ინოვაციური მეთოდები, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივი თემის განვითარებას, გამოცდილების გაზიარებას და ხელსაყრელი კომუნიკაციების დამყარებას სხვადასხვა ქვეყნის LAG-ებს შორის ტურიზმის, კულტურის, ინფრასტრუქტურის, ტრადიციული ადგილობრივი პროდუქტების წარმოების და სხვა სფეროების მიმართულებით.
LINC ( Leader Inspired Network Community ) არის ევროპის განვითარების ჯგუფების საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც 2010 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. კონფერენციას პირველად ესწრებიან საქართველის წარმომადგენლობა ლაგოდეხის, ბორჯომის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში არსებული ადგილობრივი განვითარების ჯგუფები - LAG-ები.

გააზიარე