საკრებულოს სხდომა
პარასკევს, 25 დეკემბერს , 11:00 სათზე გაიმართება საკრებულოს უმრავლესობის სხდომა, 12:00 საათზე -კომისიების ერთობლივი სხდომა, 13:00 საათზე ბიუროს სხდომა.
ორშაბათს, 28 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება ბიუჯეტის საჯარო განხილვა და საკრებულოს რიგგარეშე სხდომა.
სხდომები ჩატარდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მცირე დარბაზში, მისამართი: 26 მაისის ქ.N26.
დღის წესრიგი:
1.„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხს: გ. მანგოშვილი, ნ. კუპრაშვილი/
2. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
/მომხს: გ. მანგოშვილი. ნ, კუპრაშვილი/
3. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2021-2024 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის დამტკიცების შესახებ.
/მომხს: გ. მანგოშვილი. ნ, კუპრაშვილი/
4. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2021 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ.
/მომხს:ნ. ბატიაშვილი/
5. საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირების) დასუფთავების მოსაკრებლისაგან განთავისუფლების შესახებ.
/მომხს:ნ. ბატიაშვილი/
6. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საცხოვრებელი სახლების, სამეურნეო და დამხმარე ნაგებობის მშენებლობისათვის მშენებლობის ნებართვის ვალდებულების ნაცვლად, მშენებლობის დეტალური შეტყობინების დადგენის თაობაზე.
/მომხს:ნ. ბატიაშვილი/
7. „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 სექტემბრის N50-ი განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.
/მომხს: ა. ბაინდურაშვილი/
8. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
/მომხს: ო. მირზოშვილი/
9. ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის ხუთ წლიანი გეგმის დამტკიცების შესახებ” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის №24 განკარგულების დანართში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხს:ვ. ალიბეგაშვილი/