ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

15 ივლისი, 2021
                                                                    
პარასკებს, 16 ივლისს, 12:10 საათზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერისს  მცირე დარბაზში გაიმართება საკრებულოს რიგგარეშე  სხდომა.

დღის წესრიგი:
 
 
 

1. „ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის  2021  წლის  ბიუჯეტის  დამტკიცების  შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
                                                                                                                                                                  /მომხს: გ. მანგოშვილი/    
                                                                 
2. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ.
                                                                                                                                                    /მომხს: გ. მანგოშვილი/                                                                      
3. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
მიეცეს თანხმობა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერს, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის, მდებარე ქ.ლაგოდეხი, ჯანელიძის ქ. N1-ში მდებარე (ს/კ 54.01.56.254 ) შენობის  პირველი სართულზე-  205 კვ.მ,  პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო სარგებლობის უფლებით, უზურფრუქტის ფორმით გადასცეს ა(ა)ი.პირი შეზღუდული შესაძლებლობებისა და მზრუნველობა მოკლებულთა საზოგადოება- მადლი“-ს (საიდენთიფიკაციო კოდი -233146388 )  -2 (ორი) წლის ვადით.
                                                                                                                                                               /მომხს: ო. მირზოშვილი/       
                                                              
4. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
მიეცეს თანხმობა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერს, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის, მდებარე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ცოდნისკარში  ადმინისტრაციული შენობის (ს/კ 54.05.54.192) - 48.60 კვ.მ ფართის უსასყიდლო სარგებლობის უფლებით, უზურფრუქტის ფორმით გადასცეს „ქალთა და ახალგაზრდობის სათემო კავშირ ,, ცოდნის კარი"-ს, (საიდენთიფიკაციო კოდი -433106685 )  -2 (ორი) წლის ვადით.
                                                                                                                                                               /მომხს: ო. მირზოშვილი/        
                                                             
5. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  ქონების პრივატიზების გეგმის დამტკიცების  შესახებ.
                                                                                                                                                               /მომხს: ო. მირზოშვილი/  
გააზიარე